პირველი სიცხე, სხეულის ნაწილების ტკივილი არის ათვლის წერტილი და არა ტესტის გაკეთება - თიკა ფაცაციას სპეციალური ჩართვა კოვიდის სიმტომებზე
COVID-19 - 13:52, 06 Nov, 2020     5270

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაფაცია სოციალურ ქსელში ლაივაჩართვას უძღვნის კოვიდ-19-ს და საკუთარ სიმპტომებზე საუბრობს.


„მე მქონდა ძლიერი თავის ტკივილი და სიცხე 37.2-დან 38-ნახევრამდე. ხველა არ მქონია. ბევრი მწერს ყნოსვასთან დაკავშირებით და ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა, ნუ იდარდებთ, დაკარგვა, არდაკარგვა არ არის გადამწყვეტი და თავისთავად, აღდგება. უბრალოდ, ყველას სხვადასხვა დროს ეკარგება და აღდგენა დროს მოიცავს. შეიძლება, აღდგენა გაგრძელდეს 3-4- კვირა და არ არის პრობლემა.

სუნთქვის გაძნელების ერთი ეპიზოდი მქონდა, რომ დავაკვირდი, ისეთი ძლიერიც არ იყო. ერთი დღე მქონდა ცოტა დანაკლისი, ვატყობდი, რომ სრულად არ ივსებოდა ფილტვი, მაგრამ მეორე დღიდან გამომიკეთდა მდგომარეობა.

არც ერთი წამალი არ მიმიღია. სასარგებლოა ბევრი წყალი, სასურველია ლიმონიანი, ვისაც სისხლძარღვების პრობლემა აქვს და მე ლიმონიანს ვსვამდი. სასურველია რეზინის ბუშტის ან საღეჭი რეზინის ბერვა პერიოდულად და ბევრი სიარული ფეხით.

რაც შეეხება იზოლაციას – სიმპტომების გამოვლენიდან ეგრევე უნდა გადახვიდეთ იზოლაციაში და მოშორდეთ ყველას, რომ სხვას არ გადასდოთ. შეკეტვიდან 10-12 დღე არის ვადა, როდესაც თქვენ უნდა იყოთ იზოლაციაში და დააკვირდეთ თქვენს სიმპტომებს. სიცხის არქონიდან თუ გასულია 48 საათი და არ გქონიათ არანაირი სიმპტომი, უკვე თავისუფლად შეგიძლიათ გადაადგილდეთ. მე მაინც 12 დღე მოვიცადე და მერე გამოვედი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დავრწმუნებულიყავი.

ზოგიერთმა მომწერა, რომ არ აქვთ იზოლაციის საშუალება, ზოგი საზღვარგარეთ ცხოვრობს. თუ ხართ ენერგიული და სიმპტომები არ გაწუხებთ, ეს არის მსუბუქად მიმდინარე კოვიდი და აუცილებლად ჩაივლის.

პირველი სიცხე, სხეულის ნაწილების ტკივილი არის ათვლის წერტილი და არა ტესტის გაკეთება.

გისურვებთ ჯანმრთელობას. მალე დაუბრუნდით თქვენს ჩვეულ ცხოვრებას“ - ამბობს თიკა ფაცაცია.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42