ევროკავშირმა 15 ბელორუს მაღალჩინოსანს, მათ შორის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელსაც ბრალად არჩევნების გაყალბება და რეპრესიული ქმედებები ბრალდება სანქციები დაუწესა.
სანქციები, რომლის მიზანიც არის ანტისახელისუფლებო პროტესტების მხარდაჭერა ბელარუსში, გამოქვეყნდება ოფიციალურად პარასკევს. ევროკავშირის მიერ დაწესებულ შემზღუდავი ზომებში აგრეთვე შედის აკრძალვა მოგზაურობასა და ფულადი აქტივების გაყინვაზე.
შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკომ , რომელიც უკვე 26 წელია ხელისუფლებაშია, გააყალბა არჩევნები 9 აგვისტოს და თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა, რასაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც დღემდე გრძელდება. სამი თვის განამვლობაში დაფიქსირდა მიტინგების სისხლიანი დარბევის არაერთი ფაქტი ძალოვანი უწყებების მხრიდან. საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროკავშირი არ აღიარებს ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
მასალის გამოყენების პირობები






