შრი-ლანკაში მაშველებმა ნაპირზე გამორიყული 100-მდე მაშველი გადაარჩინეს და ზღვაში დააბრუნეს. აღნიშული შემთხვევა მოხდა ორშაბათს, პანადურას სანაპიროებზე, სამხრეთი კოლომბოდან 25 კილომეტრის დაშორებით. მაშ შემდეგ რაც ადგილობრივმა მაშველებმა შეამჩნიეს ვეშაპთა მასობრივი გამორიყვა, შეატყობინეს მთავრობას, რომლის ბრძანებით მობილიზებული იქნა სრული რესურსები მათ გადასარჩენად.
ამ დრომდე უცნობია, თუ რამ გამოიწვია ამდენი ვეშაპის მასობრივი გამორიყვა სანაპიროებთან. ადგილობრივთა ცნობით, მიუხედავად იმისა რომ ასამდე ვეშაპი გადაარჩინეს სიკვდილს, რამდენიმე მათგანის გადარჩენა მაინც ვერ მოასწრეს და დაიხოცნენ.
მსგავსი ტიპის შემთხვევა დაფიქსირდა კუნძულ ტასმანიაზე, სადაც 500-მდე ვეშაპი გამოირიყა, რომელთაგან მესამედზე მეტი დაიხოცა- მაშველთა სიმცირის გამო ვერ მოხერხდა მათი გადარჩენის ოპერაციის განხორციელება სრულად.

მასალის გამოყენების პირობები






