"ექიმებს მოუწევთ აირჩიონ, ვინ იცოცხლოს და ვინ მოკვდეს“ – მოსალოდნელი კოლაფსის შესახებ მოსახლეობას ბრიტანეთის პრემიერი აფრთხილებს
COVID-19 - 16:18, 05 Nov, 2020     1155

ბრიტანეთის პრემიერ მინიტრი ბორის ჯონსოსნი კორონავირუსის მეორე ტალღის საგანგაშო შედეგებზე საუბრობს. ბრიტანეთის პრემიერი, ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს არ გამორიცხავს, თუ საზოგადოება სათანადოდ ვერ შეაფასებს არსებულ რეალობას. მან თვის დასაწყისში უკვე გამოაცხადა მთელი რიგი შეზღუდვები. მართალია ეს ჯერ კიდევ არ არის ლოქდაუნი, თუმცა ბრიტანეთში არ გამორიცხავენ, რომ მონაცემების ზრდის პარალელურად ლოკალური ჩაკეტვების გადაწყვეტილებები მიიღონ.

ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთში კოვიდ პანდემიის მეორე ტალღა იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

საავადმყოფოებში იმაზე ბევრად მეტი პაციენტია, ვიდრე პირველი ტალღის დროს.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ხალხს მოუწოდებს დაემორჩილონ რეგულაციებს და შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად შეზღუდონ კონტაქტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბორის ჯონსონის თქმით, ქვეყანა შესაძლოა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.

„ჩვენი მეცნიერების დასკვნით, მოქმედების გარეშე ზამთარში იმაზე მეტ სიკვდილიანობას მივიღებთ, ვიდრე ეს პირველი ტალღის დროს იყო“, – აღნიშნა ჯონსონმა.

აქედან გამომდინარე, ბრიტანეთის პრემიერმა კვლავ აამოქმედა მთელი რიგი შეზღუდვები და იქვე ბოდიში მოუხადა ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა.

„მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რადგან გაგებით ეკიდებიან ჩვენი პოზიციის სიმძიმეს“, – აღნიშნა ჯონსონმა და იქვე დასძინა, რომ როდესაც დაავადება შეიცვლის კურსს, მთავრობაც შეაბამისად შეცვლის მასთან ბრძოლის კურსს.

„ნება მომეცით განვაცხადო სამედიცინო და მორალური კატასტროფა, რომელიც ჩვენ გველის, თუ დავუშვებთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას – ზუსტად ისე, როგორც ახლა გვაჩვენებს მონაცემები.

ეს არა მხოლოდ კატასტროფა იქნება ათასობით კოვიდპაციენტისთვის, რადგან მათი გადარჩენის მაჩვენებლები დაეცემა, არამედ ჩვენ პირველად დავარღვევთ ჩვენს წმინდა პრინციპს – ზრუნვა ყველას, ვისაც ეს სჭირდება, ვინც არ უნდა იყოს ის და როდესაც საჭირო იქნება ეს.

ექიმები და ექთნები იძულებულნი გახდებიან აირჩიონ, რომელ პაციენტებს უმკურნალონ, ვინ იცოცხლოს და ვინ მოკვდეს.კოვიდპაციენტების დიდი რაოდნეობა სხვა დაავადბების მქონე პაციენტებს ართმევს შესაძლებლობას მიიღონ მათ საჭირო ზრუნვა და დახმარება.კიბოს მკურნალობა, გულის ოპერაციები, სიცოცხლის გადარჩენის სხვა პროცედურები: ყოველივე ეს შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს, თუ ვირუსის კონტროლის მექანიზმებს არ მივიღებთ“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42