მესმის, პოლიტიკური პროცესი მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება უპირველესია - ამირან გამყრელიძე
COVID-19 - 16:04, 05 Nov, 2020     1207
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული აქციები მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობაა. გამყრელიძე მოუწოდებს ადამიანებს, რომ გაუფრთხილდნენ პირველ რიგში საკუთარ და შემდეგ სხვების ჯანმრთელობას:

"მესმის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიდის და ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა, მეორე ტურები იქნება, მაგრამ თხოვნა და მოწოდებაა თითოეული ადამიანისადმი, ვინც დღეს ამ პოლიტიკურ პროცესბში ჩართულნი არიან, ადამიანის უფლებებიდან უპირველესი არის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, ამიტომ ყველამ გავუწიოთ ამას ანგარიში.

თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა. ჯერჯერობით გარდაცვლილთა პროცენტული შეფარდებითი მაჩვენებელი არ არის მაღალი, მაგრამ თითოუელი გარდაცვალება არის ტრაგედია გარდაცლილთა ოჯახისთვის. ამიტომ ეს მაჩვენებელი გვეზრდება ქვეყანაში და გაიზრდება. გაიზრდება ინფიცირებულებთან მიმართებაში და ამიტომ თითოეული დამატებული ახალი ინფექცია არის გართულების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში და ადამიანებში, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს", - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საზოგადოება ქუჩაში გამოვიდა და პერმანენტული აქციებით ხმების მიტაცებას აპროტესტებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42