საქალაქო სასამართლოს თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
COVID-19 - 17:42, 04 Nov, 2020     1099

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმებულ რამდენიმე თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა - აღნიშნული ინფორმაცია „ნიუპოსტს“ თავად სასამართლომ აცნობა.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ სასამართლოში ვიზიტისაგან და ისარგებლონ უფასო დისტანციური ელექტრონული სერვისებით, როგორც დოკუმენტბრუნვისას, ასევე სამართალწარმოების დროს.

„ქვეყანაში კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სასამართლო მომხმარებელს მიმართავს მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყველა სახის კორესპონდენციის წარმოდგენის მიზნით სასამართლოში ვიზიტისაგან.

მოვუწოდებთ, სასამართლოს ვიზიტორებს და პროცესის მონაწილე მხარეებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, შეზღუდონ ზემოთხსენებული მიზნით სასამართლოში ვიზიტები.მოგმართავთ თხოვნით ისარგებლოთ უფასო დისტანციური ელექტრონული სერვისებით, როგორც დოკუმენტბრუნვისას, ასევე სამართალწარმოების დროს.

საქმის რეგისტრაციის სერვისით ისარგებლებთ http://www.ecourt.ge აღნიშნული პროგრამის მეშვეობით.საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის მისამართია: http://ecd.court.ge

განცხადებების წარმოდგენა ელექტრონულად სამუშაო დღეებსა და სამუშაო საათებში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: tccinfo@court.ge ასევე, სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის შესასვლელში კორესპონდენციის წარმოდგენა სპეციალურად განთავსებული ყუთის მეშვეობითაა შესაძლებელი“- აცხადებენ უწყებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42