პატიმრობაში მყოფმა, უკრაინის ექს-პრემიერმა იულია ტიმოშენკომ, გაერთიანებული ევროპის ლიდერებს მოუწოდა უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელი მოაწეროს პირობების წაყენების გარეშე, მათ შორის მისი გათავისუფლებს შეახებაც.
„თუ, უკრაინელების დიდი გამოსვლების ზეწოლის ქვეშ ყველა ევრომაიდანზე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში, იანუკოვიჩი ბოლო მომენტში, 29 ნოემბერს, მაინც გადაწყვეტს შეთანხმებაზე ხელის მოწერას, რაზეც მიზერული იმედია, რომელიცდამყარებულია ავტორიტარული ლიდერის შიშზე ხალხის აჯანყებისა, გულითადად გთხოვთ მოაწეროთ ხელი შეთანხმებას პარასკევს ყოველგვარი ორჭოფობისა და პირობების გარეშე, მათ შორის ჩემი გათავისუბლების შესახებ“, - ნათქვამია ტიმოშენკოს მიმართვაში ევროპელი ლიდერების მიმართ, რომელიც ექს-პრემიერის ქალიშვილმა, ევგენია ტიმოშენკომ გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






