ევროპის კომისიამ წამოაყენა წინადადება მოლდოვას, ბიომეტრიული პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ.
„ეს წინადადება ეფუძნება რესპუბლიკა მოლდოვას მხრიდან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის დადგენილი ყველა საბაზისო მაჩვენებლის წარმატებით რეალიზებაზე“, - ნათქვამია ევროკომისიის კომუნიკეში.
საშინაო საქმეებში ევროპის კომისიის წევრმა სესილია მალმსტრემმა გამოთქვა იმედი, რომ „ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მსურველი, სხვა აღმოსავლელი პარტნიორები, ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად მუშაობას გააგრძელებენ“.
სამეზობლო პოლიტიკაში ევროკომისიის წევრი სტეფან ფულე გამოთქვამს კამაყოფილებას იმით, რომ ასეთი წინადადება წამოაყენეს ვილნიუსში აღმოსავლეთპარტნიორობის სამიტის წინ, სადაც ასევე იგეგმება ასოცირების შესახებ ეთანხმების პარაფირება, რაც გულისხმობს თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველ ზონას მოლდოვასთან. მისი აზრით, „ეს მნიშვნელოვანი ეტაპია მოლდოვას ევროპასთან ეკონომიკური ინტეგრაციის და უფრო ახლო პოლიტიკური ასოცირების გზაზე, რაც მოლდოვას მოქალაქეებს საგრძნობ შედეგებს მოუტანს“.
მასალის გამოყენების პირობები






