დიდი ბრიტანეთის ელჩი უკრაინაში, საიმონ სმიტი თვლის, რომ უკრაინამ ეკონიმიკის გასაძლიერებლად ევროპას კი არ უნდა სთხოვოს ფული, არამედ კორუფციასა და რეიდერობას უნდა ებრძოლოს, შეცვალოს საგადასახადო პოლიტიკა და შეასრულოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნები.
უკრაინის ხელსუფლებამ ისევ ვერ დაასაბუთა ევროპის კავშირის მოთხოვნებთან ადაპტირებისთვის ას მილიარდ დოლარზე მეტი კომპენსაციის ზომა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩი, საიმონ სმიტი "Коммерсант-Украина"-სთან ინტერვიუში საუბრობს.
„მე ვერ დავრწმუნდი იმ ციფრებში, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოიყვანეს. ამ დღეებში მათგან მოვისმინე 105 მილიარდი დოლარის დანაკარგების შესახებ და 160 მილიარდზეც კი იყო საუბარი, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ვერ დაასაბუთეს ეს მონაცემები“, - განაცხადა სმიტმა.
მისი თქმით, ეს ციფრები ერთი-ორი კვირის წინ გაჩნდნენ, თუმცა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ორი წლის წინ დასრულდა. სმიტი არ ეთანხმება იმას, რომ უკრაინა ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში დანაკარგებს მიიღებს. „ევროკავშირი - ეს არ არის საბიუჯეტო დეფიციტის აღმოსაფხვრელი ინსტიტუტი“, - აღნიშნა ელჩმა.
მასალის გამოყენების პირობები






