ევექსი ჰოსპიტლებში განხორციელებული კლინიკური ხარისხის პროექტები
საზოგადოება - 10:47, 27 Oct, 2020     1008

კლინიკური ხარისხის გაძლიერება ევექსი ჰოსპიტლების მთავარ სტრატეგიულ ხაზს წარმოადგენს და ამ მიზნით განხორციელებული პროექტები სწორედ მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებას, უწყვეტი სამედიცინო განათლების მხარდაჭერას, შიდა ჰოსპიტალური ინფექციების პრევენციული ღონისძიებების მართვასა და სამედიცინო პროცესების სტანდარტიზაციას ემსახურება. აღნიშნული პროექტები ერთი მხრივ პაციენტების მკურნალობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მნიშვნელოვან ინტერვენციას წარმოადგენს.

კლინიკური ხარისხის გაუმჯობესების პროცესში, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლინიკური ბორდების პლატფორმა, რომელსაც 2019 წელს ჩაეყარა საფუძველი. სხვადასხვა მიმართულების კლინიკური ბორდები, ანუ იგივე სამედიცინო ექსპერტთა საბჭოები დაკომპლექტებულია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე წამყვანი სპეციალისტებისგან, მათი ხელმძღვანელობით ევექსის ჰოსპიტლების ქსელში ხორციელდება ახალი და მნიშვნელოვანი პროტოკოლების შემუშავება და დანერგვა, ქსელის ჰოსპიტლებს შორის რეფერალური ქსელის აწყობა, სამედიცინო პერსონალის (როგორც ექიმების, ისე ექთნების) კვალიფიკაციის ამაღლება. ამასთან, კლინიკური ბორდების პლატფორმა საშუალებას აძლევს ევექსი-ჰოსპიტლების მედ-პერსონალს კონსილიუმის ფორმატში განიხილოს რთული სამედიცინო შემთხვევები და ერთობლივად დასახოს მკურნალობის გზები. საქართველოში აღნიშნული მოდელის არსებობა ხელს შეუწყობს იმ მძიმე პათოლოგიების მქონე პაციენტებს, რომელთაც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან მეორადი აზრისა და რეკომენდაციების მისაღებად ქვეყნიდან უწევდათ გასვლა.

ევექსი ჰოსპიტლებში კლინიკური ხარისხის პროექტების ფარგლებში ყოველთვიურად ხდება სპეციფიური ინდიკატორების მონიტორინგისა და კონტროლის პროცესი. ბოლო 1 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგებია მიღწეული - ისეთ მძიმე პათოლოგიის მართვის პროცესში, როგორიც არის სეფსისის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ასევე მონიტორინგის ფარგლებში საგრძნობლად გაუმჯობესებულია ანტიბიოტიკების პერიოპერაციული პროფილაქტიკა, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია - გეგმიური ქირურგიული ოპერაციების შემდგომ და პნევმონიის მართვა. გაუმჯობესების პროექტები პრიორიტეტების მიხედვით მომავალში კვლავაც გაგრძელდება, რაც პოზიტიურად აისხება როგორც მკურნალობის შედეგებზე, ისე პაციენტის კმაყოფილებაზე, რაც ჩვენი ქსელის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42