სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2020 წლის 24 ოქტომბრის ყრილობის რეზოლუცია
საზოგადოება - 17:00, 26 Oct, 2020     1144
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2020 წლის 24 ოქტომბრის ყრილობის რეზოლუცია:

ვაცნობიერებთ რა სამედიცინო დარგის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას ქვეყანაში ჯანმრთელობის დახმარების ხარისხის ამაღლების და სამედიცინო დარგის განვითარების საქმეში, ასევე მხედველობაში ვიღებთ იმ გარემოებებს, რაც უკანასკნელი წლების მანძილზე ქვეყანაში შეიქმნა ექიმებისადმი დამოკიდებულების კუთხით, აუცილებლად მიგვაჩნია გადაუდებლად გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

მოკლევადიან პერსპექტივაში:

1. აუცილებლად მიგვაჩნია ეფექტიანი ნაბიჯების გადადგამა, რითაც უნდა გაიმიჯნოს სამედიცინო შეცდომა სამედიცინო დანაშაულისგან, რის საშუალებას დღევანდელი კანონმდებლობაც იძლევა, კერძოდ:

დაუყოვნებლად, ყველა კლინიკის და ჯანდაცვის სამინისტროს დონეზე, უნდა შეიქმნას კლინიკური ეთიკის კომიტეტები შესაბამისი დარგობრივი ასოციაციების მონაწილეობით და განისაზღვროს ამ კომიტეტების რეგლამენტი;

(საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 62)

ნებისმიერი სამედიცინო შემთხვევის შეფასება და შემდგომი საქმის აღძვრა ან ექიმის პასუხისმგებლობა, შეიძლება დადგეს მხოლოდ ამ კომიტეტებზე საქმის განხილვის შემდეგ.

2. უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან მიმართებაში ზედმიწევნით იქნას დაცული უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლოს გადაწყვეტილების და/ან საკითხის ყოველმხრივი შესწავლის გარეშე, თუნდაც ეჭვის დონეზე ან დაზარალებულის სიტყვების გამოყენების საფუძველზე, არ მოხდეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დამნაშავეებად წარმოჩენა.


3. ქვეყანაში სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლებისთვის დაუყოვნებლად უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა. სასწრაფოდ შედგეს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მიერ მიღებული სამედიცინო დახმარების გაიდლაინები/პროტოკოლების გამოყენება არის დაშვებული (მსგავსი მიდგომა გამოყენებულია ფარმაცევტულ სფეროში).

ბ. პოლიფარმაციის შემცირების ფარგლებში საქართველოში არ უნდა მოხდეს ისეთი ფარმაცევტული პროდუქტის მედიკამენტებად რეგისტრაცია, რაც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ მედიკამენტად აღიარებული არ არის

გრძელვადიან პერსპექტივაში:

4. სავალდებულოდ უნდა გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რაც გახდება საფუძველი, რომ გაძლიერდეს დარგობრივი ასოციაციების როლი და იმგვარი ფუნქციები მიენიჭოს მათ, რასაც პროფესიული ასოციაციები ასრულებენ სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ამ მიზნით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება გამოთქვამს მზადყოფნას, შესთავაზოს მთავრობას და პარლამენტს, რათა გააქტიურდეს ურთიერთთანამშრომლობა და შეიქმნას რამდენიმე მიმართულებით თემატური ჯგუფები, როგორიცაა: მედიცინის მუშაკებისა და პაციენტების უსაფრთხოების და უფლებების დაცვა; სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი და უწყვეტი პროფესიული განათლება.

5. სამედიცინო პერსონალს ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს! მივმართავთ მთავრობას წინადადებით, რომ ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამები შედგეს იმ პრინციპით, რომ სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასი გათვალისწინებული იყოს ისევე, როგორც ეს ხდება ოჯახის ექიმის გუნდის ხელფასის შემთხვევაში, რაც პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაშია ასახული.

6. უნდა მოხდეს ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის სპეციალური მხარდამჭერი პროგრამების შექმა, რათა სამედიცინო რესურსები იყოს მუდმივად და ხარისხიანად განახლებადი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42