ბელორუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მოსახლეობას მოუწოდა კიდევ ერთი ეროვნული მასობრივი მანიფესტაციისკენ. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მშვიდობიანი აქცია, რომელიც ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით გაიმართა მინსკში დარბეულ იქნა პოლიციელთა მიერ- ცრემლსადენი ყუმბარებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ასახულნი არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და სტუდენტები. ახალგაზრდებმა აიძულეს სპეცრაზმელებს, უკან დაეხიათ და ტერიტორია დაეტოვებინათ. მთელი ქვეყნის მასშტაბით სიგნალების ფონზე მანქანების მძღოლები ერთგვარ პროტესტს აფიქსირებენ ლუკაშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ.
ადგილობრივი ჟურნალისტების ინფორმაციით, გუშინ, აქციის დარბევისას ათეულობით მანათოფელი ყუმბარა იქნა ნასროლი მომიტინგეების მისამართით. უსაფრთხოების ძალებმა ქალაქი მინსკის ცენტრალური გზები გადაკეტეს და გამოიყენეს წყლის ჭავლები დემონსტრანტთა მიმართულებით.
მასალის გამოყენების პირობები






