"პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ , უნდა მოხდეს სამედიცინო პერსონალის სრული მობილიზება, მათ შორის სამედიცინო სტუდენტების" - გამყრელიძე
COVID-19 - 12:33, 26 Oct, 2020     1163
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პანდემია ომზე ნაკლები გამოწვევა არ არის და ამ დროს სამედიცინო პერსონალის სრული მობილიზებაა საჭირო, მათ შორის სამედიცინო სტუდენტების:

"მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ ომში ვართ. თავის დროზე, მე ისტორია კარგად მაქვს ნასწავლი, მეოთხე კურსის სტუდენტები მიჰყავდათ მეორე მსოფლიო ომში. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ, ამიტომ როცა საჭიროა უნდა მოხდეს სამედიცინო პერსონალის სრული მობილიზება, მათ შორის სამედიცინო სტუდენტების",-აცხადებს გამყრელიძე.

გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით სტუდენტების მოსამზადებლად მოკლე პროგრამა არის შედგენილი და ისინი ექიმის ასისტენტებად იმუშავებენ.

"მოკლე კურიკულუმია შედგენილი სტუდენტების გადამზადების. ძირითადი პრინციპები, რა უნდა იცოდნენ კოვიდზე და დარწმუნებული ვარ ისინი ექიმთა ასისტენტებად თავისუფლად იმუშავებენ",-გამყრელიძე.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის, განცხადებით სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები კოვიდმენეჯმენტში ჩასართავად გადამზადდებიან.

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, ამით სამედიცინო პერსონალის რეზერვი შეიქმნება და საჭიროების შემთხვევაში სტუდენტები ექიმებს დაეხმარებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42