ტელეფონები წალენჯიხაში დაგვატოვებინა — ყოფილი მძევალი, მურიკო ბულია დეტალებს იხსენებს
საზოგადოება - 23:54, 24 Oct, 2020     2648

ფორმულასთან ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ერთ-ერთი მძევალი, მურიკო ბულია 21 ოქტომბრის დეტალებს იხსენებს. ის ამბობს, რომ შენობიდან გამოსვლის შემდეგ, წალენჯიხაში გაემგზავრნენ, სადაც თავდამსხმელმა ყველას ტელეფონები დაატოვებინა.

"თავისი მობილური საერთოდ არ გვინახავს და ჩვენი მობილურებიც დატოვებული გვქონდა სადღაც წალენჯიხაში. ვისაც გვქონდა, დაგვატოვებინა ერთ ადგილას", -იხსენებს ბულია.

მძევალი იხსენებს, რომ თავდამსხმელმა მძევლების ნაწილი შენობიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ ფული მიუტანა. ბულიას თქმით, გალდავამ შესთავაზა მძევლების ჩანაცვლება, ასევე, სხვებმა გამოთქვეს ინიციატივა, რომ გოგოები გაეშვა და ისინი წაყვანა.

რაც შეეხება დავით ხვიბლიანს, ბულია ამბობს, რომ იმასაც ისეთივე კომუნიკაცია ჰქონდა მძარცველთან, როგორც სხვებს.

"როგორც ჩვენ ვსაუბრობდით და კომუნიკაცია გვქონდა მძარცველთან, იგივენაირად იყო ხვიბლიანიც. მძევლები დაგვაბა ერთამენთზე ხელებით და მერე ჩამოვედით ყველანი ერთად. მე თუ მოვკვდები, ჩათვალეთ, რომ თქვენც მკვდრები ხართო, ამას გვეუბნებოდა. თავს არ ჩავაბარებო, ცოცხალი თავითო",-ამბობს მურიკო ბულია.

მისივე თქმით, თავდამსხმელი და სამი მძევალი, მათ შორის, თვითონ, ერთმანეთზე მიბმული ხელებით მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდნენ, ხოლო საჭესთან ხვიბლიანი იჯდა. ბულია იხსენებს, რომ მძარცველი ძირითადად მიმართულების კარნახისას საუბრობდა, ხან მეგრულად, ხან ქართულად.

"ნაკლებად ლაპარაკობდა მანქანაში და ამბობდა, მთავარია, უკან არ გამოგვყვეს ვინმეო, პოლიციის უფროსს არეკინებდა", — აღნიშნავს ის, თუმცა არ აკონკრეტებს, ჰქონდა თუ არა ტელეფონი გალდავას მაშინ, როცა სხვებმა, მისივე თქმით, წალენჯიხაში დატოვეს, თუ ეს ზარები წალენჯიხამდე იყო.

ბულია ამბობს იმასაც, რომ მუხურში და ჩხოროწყუშიც იყვნენ და მგზავრობა დაახლოებით 2-3 საათს გაგრძელდა. მისივე თქმით, მძარცველს ამ პერიოდის განმავლობაში ხელყუმბარა ხელში ეჭირა და შემხვედრს მანქანებს აკვირდებოდა იმის გასაგებად, პოლიცია ხომ არ მიჰყვებოდა.

"ფული იყო [მიზანი], არ ცდილობდა, რომ ვინმე დაეზიანებინა ან მოეკლა", - აღნიშნავს ის.

მისი თქმითვე, გზაში თავდამსხმელი ამბობდა, მალე მივალთო. ამის გამო, ის ვარაუდობს, რომ წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით მოძრაობდნენ. მძევალი იხსენებს, რომ ჯიხაშკარში შესვლიდან მალევე, მძარცველმა მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადააყვანინა, ძრავი და შუქები გამოართვევინა და მდინარის გავლით ტყეში შევიდა.

"შიშის განცდა მქონდაროცა ჩადიოდა, რომ არაფერი დაეშავებინა წასვლის წინ. გზაშიც გვპირდებოდა, რომ არაფერს დაგვიშავებდა, თვითონ ფეხით გააგრძელებდა წასვლას და მანქანას ჩვენ დაგვიტოვებდა. ჩვენ ვეუბნებოდით, ხომ არ დაგვხოცავ და ხომ არ დაგვაგდებო, გვპასუხობდა, მანქანა რად მინდა, თქვენ გაგატანთო. ამბობდა, რომ ყველაფერზე წამსვლელი იყო და პოლიციას ცოცხალი თავით არ ჩაბარდებოდა. ჩამოვიდა თვითონ, აიღო თავისი ფული და გაუდგა გზას. გითხრა, თქვენ არეთ, არ გაჩერდეთ, მანქანა არ ვნახო გაჩერებულიო. ჩვენც წამოვედით, როგორც გვითხრა ისე", - ამბობს ის.

ბულია ისხენებს, რომ ამის შემდეგ დაბრუნდნენ იქ, სადაც ტელეფონები დატოვეს და მერე ავთანდილ გალდავამ პოლიციაში დარეკა, რის შემდეგაც გამოკითხვაზე მივიდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42