პიკში დიდი ალბათობით ნოემბრის შუაში შევალთ და ამისთვის მზადყოფნა უნდა იყოს - გამყრელიძე
COVID-19 - 14:02, 24 Oct, 2020     1307
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პიკში დიდი ალბათობით ნოემბრის შუაში შევალთ და ამისთვის მზადყოფნა უნდა იყოს.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, დიახ, შემთხვევების ზრდა გვაქვს და გვექნება, სხვადასხვა მოდელირების მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. პიკში დიდი ალბათობით ჩვენ შევალთ სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში და ამისთვის მზადყოფნა უნდა იყოს. მზადყოფნა არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამედიცინო სექტორის, პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის, არამედ ასევე მზადყოფნა თვითონ მოსახლეობის. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში, 90%-ში ჩვენ შეგვიძლია ეს დაავადება თვითონ ვმართოთ, ექიმის ხშირი სატელეფონო კონსულტაციით. თუ აუცილებელია ექიმის გასინჯვა, რა თქმა უნდა, ამის ყველა საშუალება არის და ამის შესაბამისი პირობები ქვეყანაში არსებობს.

მთავარია 5 რეკომენდაციის დაცვა - პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, თავის არიდება დიდი თავშეყრებისგან, ნებისმიერი მიზეზით, დავიმახსოვროთ, რომ 1 წელი, მინიმუმ, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ამისგან, რადგან ყველა ეპიდაფეთქების კერა, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს საწყისს იღებს ამ დიდი თავშეყრებისგან და შესაბამისად, ვეცადოთ, დიდწილად ვიყოთ ჰაერზე და ყველა შეკრება, ვთქვათ, 5-6 ადამიანის თუ ასე შემდეგ, გავაკეთოთ გარეთ.

” - განაცხადა გამყრელიძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42