“ვიცვლიდით ტანსაცმელს და როგორც ჩანს ამ დროს გადმომეცა ვირუსი” – თიკა ფაცაციამ კორონავირუსი დაამარცხა
COVID-19 - 23:06, 23 Oct, 2020     3972

თიკა ფაცაციამ ახალი კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ მან “ინსტაგრამ” გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

“გავიდა გარკვეული პერიოდი და მე ვარ მზად, ვილაპარაკო ხმამაღლა, რომ დავამარცხე კორონავირუსი.

დავამარცხე სახლში. პრინციპში დღეს არის ბოლო დღე, როდესაც ვზივარ და გამყავს დრო. ხვალიდან შევუერთდები ჩემს ოჯახის წევრებს”- ამბობს თიკა ფაცაცია.

მან თქვა, რომ ყველაზე ძალიან დაეხმარნენ ის ადამიანები, რომლებმაც ვირუსი დაამარცხეს.

“მათთან საუბრით ძალიან ვმშვიდდებოდი და ძალიან დამეხმარნენ. ეს იყო ნოდიკო ტატიშვილი და კახა მიქიაშვილი. ტელეფონზე ვეკიდეთ მე და ნოდიკო, კახა მიქიაშვილიც ჩუმად ებრძოდა ვირუსს და ბოლო იმედი მან ჩამისახა. დაამარცხა. საიდან გადამედო მივხვდი ამას. გადამედო ჩემი სტუმრისგან, რომელიც ჩემი ოჯახის წევრია. ჩემთვის მეთერთმეტე დღე არის დღეს, ოჯახის წევრებს არ აქვთ ვირუსი.

ყველას აინტერესებს რა პირობებში გადამედო. ერთად ვიყავით გარდერობში და სამოსი, რომელსაც მე ვეღარ ვიყენებ, მინდოდა მას ჰქონოდა, რადგან მე მოვსუქდი. ვიცვლიდით ამ ტანსაცმელს და როგორც ჩანს ამ დროს გადმომეცა. მას მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები, 4-5 დღეში მეც გამომივლინდა.

თავიდან მე დამეწყო ძლიერი ტავის ტკივილით. თითქმის მთელი დღე არ გამიყუჩდა, დილით გავიღვიძე სიცხიანმა. გავიკეთე პირველი ტესტირება, არ ვენდე და მეორე ტესტმაც დადებითი პასუხი აჩვენა.

ყველა გადარჩა ვინც ჩემთან იყო კონტაქტში. ვიდრე სიცხიანი გავიღვიძებდი, იმ ღამეს სიყვარულის შემოტევა დამემართა და ოჯახის წევრები კოცნებით გავავსე. ამდენი ჩემი შვილებისთვის და მეუღლისთვის არ მიკოცნია, რა მეტაკა არ ვიცი.

იმუნიტეტი თუ გაქვთ კარგი ნუ გეშინიათ. მე იმ მომენტში დამიქვეითდა იმუნიტეტი და მაშინ მომერია. ასევე დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. არ მინდოდა ამის აფიშირება, იმიტომ რომ მეც შეშინებული ვიყავი.

ძალიან მალე ვიღლები. როცა მინდა წავიმღერო სუნტქვა მივარდება. ზურგი არ მტკიოდა, ყნოსვა და გემოც დამეკარგა, ახლაც ვერ ვგრძნობ სრულყოფილად. რაც შეეხება შებრუნებას, უნდა ვიცოდეთ გამოგვიმუშავდა თუ არა ანტისხეულები. ასე თუ მოხდა, გარკვეული პერიოდი დასვენებულები ვიქნებით.

სისხლის ანალიზი გავიეკთე ვირუსის დროს, რადგან სუსტი სისხლძარღვები მაქვს, რადგან ანალიზი დადებითი იყო, არანაირი წამალი არ დამილევია. ხალხო ტყუილად არაფერი დალიოთ, იმიტომ რომ პროფილაქტიკისთვის მიღებული წამალი არ არის სასარგებლო. ძალიან ბევრს დავდიოდი.

შეგიძლიათ ტელეფონზე ისაუბროთ და თან იაროთ. ლიმნიან წყალს ვსვამ ძალიან ბევრს. თუკი ბოლო 2-3 დღის მანძილზე სიმპტომი არ გაქვთ გამოჯანმრთელებულად ითვლება ადამიანი და შეუძლია ტესტის გარეშე დატოვოს ტერიტორია.

მწეველებს რაც შეეხება, ერთი წელია არ გავკარებივარ თამბაქოს და ეს ჩემს გამარჯვებად მიმაჩნია” – განაცხადა თიკა ფაცაციამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42