კორონავირუსი შიდა ქართლში - დაკეტილია 10 საბავშვო ბაღი, ხოლო 15 სკოლა - სწავლების დისტანიციურ რეჟიმზეა გადასული. ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლმა, სიმონ გულედანმა განაცხადა.
,,ტესტირების შედეგების მიხედვით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 35 დადებითი პასუხია. მთლიანობაში, რეგიონის ტერიტორიაზე ინფიცირების 387 დადასტურებული შემთხვევაა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 177 პირს მკურნალობა უტარდება სახლის პირობებში, დანარჩენები კი კოვიდკლინიკებში არიან მოთავსებულები. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში რეგიონში კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 69 მოქალაქეს მოეხსნა თვითიზოლაციის რეკომენდაცია.
ამ ეტაპზე, ლაბორატორიაში გაგზავნილი 208 ნიმუშის პასუხს ველით.
რაც შეეხება სკოლებს და საბავშვო ბაღებს, ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით, დადასტურებული შემთხვევების გამო, 15 სკოლაა გადასული სწავლების დისტანციურ რეჟიმზე და დაკეტილია 10 საბავშვო ბაგა-ბაღი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, მაქსიმალურად დავიცვათ სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტები და რეკომენდაციები. სხვა მხრივ, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, პროცესები მართვადია, არსებობს საწოლ-ადგილების რაოდენობა სტაციონარში და ასევე “ცხელების ცენტრებში“, - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.
ცნობისთვის, შიდა ქართლში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში, რეგიონში, კოვიდ 19-ის 387 დადასტურებული შემთხვევაა. ინფიცირებულთაგან 177 პირს მკურნალობა სახლის პირობებში უტარდება.
მასალის გამოყენების პირობები






