ყარაბაღში საბრძოლო შეტაკებები გრძელდება- აზერბაიჯანი აქვეყნებს დაღუპული სომეხი ჯარისკაცების, განადგურებული ტექნიკისა და ტყვეების ამსახველ კადრებს (ვიდეო)
მსოფლიო - 16:22, 23 Oct, 2020     11377

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები ისევ აქტიურად გრძელდება. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის ე.წ შეთანხმებისა დაპირისპირებულ მხარეთა სამხედროები არ წყვეტენ შეტაკებებს ერთმანეთის პოზიციებზე. უკანასკნელი დღეების განმავლობაში განსაკუთრებული წინსვლა შეინიშნება ფრონტზე აზერბაიჯანელთა არმიის მხრიდან. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარმა მთლიანად გადაკეტა ყარაბაღის ირანთან გასასვლელი სამხრეთი საზღვარი და მას ახლა სრულად არმია აკონტროლებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც გადაღებულია ზენგილანის რაიონში, აგბანდის დასახლებაში. კადრებში ისმის მიმართვა უმაღლესი მთავარსარდლის, ილჰამ ალიევისადმი, რომელსაც აუწყებენ აღნიშნული დასახლებული პუნქტის აზერბაიჯანული არმიის მიერ დაკავების შესახებ.

აზერბაიჯანულმა სამხედრო პორტალებმა აგრეთვე გამოაქვეყნეს ტყვედ აყვანილი სომეხი ჯარისკაცების ვიდეოც, რომლებსაც აიძულებენ თქვან, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანული ტერიტორიაა.

ოფიციალურმა ბაქომ დაადასტურა აგრეთვე ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანული არმია შეტევაზე გადავიდა და ლაჩინის რაიონს, რომელიც სომხეთიდან მომარაგების მთავარი მაგისტრალია ყარაბაღისთვის, მიუახლოვდა 15 კილომეტრზე. რუსი და დასავლელი სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ლაჩინის ე.წ დერეფანს აზერბაიჯანი გადაკეტავს, ეს იქნება სომხეთისთვის ომის წაგების ტოლფასი.

აზერბაიჯანულმა მხარემ გამოაქვეყნა აგრეთვე ვიდეოები, რომელიც ასახავს ქუბადლის რაიონში საარტილერიო და საავიაციო იერიშების შედეგად დახოცილ სომეხ ჯარისკაცებს. კადრებში ჩანან გარდაცვლილი სამხედროები. ოფიციალურად სომხური მხარე, იუწყება 927 გარდაცვლილი ჯარისკაცის შესახებ.

ორი დღის განმავლობაში წარმატებული სამხედრო იერიშის ამსახველ და გამოქვენყებულ მასალებს შორისაა აგრეთვე სომხური სამხედრო ტექნიკისა და საარტილერიო პოზიციების განადგურების კადრები უპილოტო საფრენი აპარატებიდან.











































































































































მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42