ალექსანდრ ლუკაშენკომ კარტოფილის მოსავალი აიღო და ნახევარზე მეტი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების დანაყოფების მებრძოლებს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო მედიებთან დაახლოებული სოციალური ქსელების არხები ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ლუკაშენკომ კარტოფილის მოსავალი მინსკის რეზიდენციასთან ახლო მდებარე ნაკვეთიდან აიღო. აღნიშულ ნაკვეთზე ბელარუსის პრეზიდენტს მოჰყავს არა მარტო კარტოფილი, არამედ საზამთროც კი. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ალექსანდრთან ერთად მოსავლის აღების პროცესში მისი უმცროსი შვილი, ნიკოლაიც მონაწილეობდა.
გასული წლების პერიოდში ლუკაშენკოს მიერ მოყვანილი ბოსტნეული და აღებული მოსავალი სხვადასხვა სოციალურ დაწესებულებებში იგზავნებოდა, წელს კი პირველია მსგავსი შემთხვევა, რომ მან ეს ძალოვანი უწყებებს გაუგზავნა, რაზეც აცხადებენ ადგილობრივ მედიაში, რომ პრეზიდენტი იმათ აჯილდოვებს და იმ პირების მიმართ გამოხატავს მადგლიერებას, რომელთა ძალაზეც დგას მისი ხელისუფლება.
მასალის გამოყენების პირობები






