კორონავირუსის რეკორდული ზრდა ყოველ დღე თვალსაჩინოა მთელ მსოფლიოში. ვირუსის გავრცელების მთავარი ზონა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტია.
უმძიმესი მდგომარეობაა აშშ-ში, სადაც კოვიდ 19-ით უკანასკნელ 24 საათში 71 671 ადამიანი დაავადდა ვირუსით, ხოლო 856 პაციენტი კი დაიღუპა. საერთო ჯამში გარდაცვლილთა ოდენობა შეადგენს 223 032-ს.
რთული ვითარებაა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით აგრეთვე გერმანიაში, სადაც უკანასკნელ 24 საათში ქვეყნისთვის უჩვეულოდ რეკორდული ინფიცირების მაჩვენებელი დაიფიქსირდა- დაავადდა 11 242 ადამიანი, ხოლო 49 პაციენტი დაიღუპა. მიუხედავად ვირუსის ზრდის მაჩვენებლისა, გერმანია ჯერ კიდევ რჩება ისეთი სტატუსის მქონე ქვეყნად, სადაც კოვიდ 19-მა დიდ ქვეყნებში შორის ყველაზე ნაკლები ადამიანი, 10 000-მდე პაციენტი იმსხვერპლა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მძიმე სიტუაციაა აგრეთვე რუსეთში- სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა ციმბირის მორგში გადაღებული კადრები, რომელზეც შეფუთული გვამებია ნაჩვენები. ადგილობრივ მედიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ეპიდ ვითარების რეალურ სურათს შეგნებულად მალავს და არ ასაჯაროებს. გასულ 24 საათში ქვეანაში 17 340 შემთხვევა აღინიშნა, ხოლო 283 პაციენტი დაიღუპა. გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 25 000-ს.
მასალის გამოყენების პირობები






