თავდამსხმელმა "ქართული ოცნება" გაიყოლა ხელისუფლებიდან - ხათუნა ლაგაზიძე
საზოგადოება - 17:45, 22 Oct, 2020     1544
ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ზუგდიდში მომხდარ ძარცვასთან დაკავშირებით გააკეთა ანალიზი და განაცხადა, რომ ხელისუფლების ხელში დაცულობის გარანტია საზოგადოებას არ აქვს.

მისი თქმით, ძალოვან სტუქტურებს სათავეში არ ჰყავთ პროფესიონალები, შედეგი კი ყველამ ერთად იხილა:

„თავდამსხმელმა სახელმწიფო კი არ გაიყოლა, „ქართული ოცნება“ გაიყოლა ხელისუფლებიდან და ამას ვნახავთ ყველა ერთად 31 ოქტომბერს, სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია ერთი ძალიან მძიმე ფაქტის გამო, რისი შემსწრენიც ჩვენ ყველანი გავხდით. კერძოდ ის, რომ უმძიმეს სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა არა თავდამსხმელის განეიტრალებას, არამედ ყველაფრის ოპოზიციისთვის გადაბრალებას. წარმოუდგენელი რამ ვიხილეთ ჩვენ და წარმოუდგენელი რამ იხილა მსოფლიომ. საქართველოს საზოგადოების 70%, რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი ოცნების ხელისუფლების მიმართ, ყოველ შემთხვევაში გუშინდელ დღემდე ასე იყო და დღეიდან გაცილებით მეტი იქნება, აი ეს საზოგადოება საკუთარი ინტერესების მიღმა დააყენა, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ტერორისტული აქტი საკუთარ თავს მოუწყო, იმიტომ, რომ ყველა განსხვავებულად მოაზროვნე დღეს ფიქრობს, რომ ხელისუფლება მათთან დაკავშირებით არ აპირებს შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, დაიცვას საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის უსაფრთხოება, რომელიც მისგან განსხვავებულად ფიქრობს და კრიტიკულად აზროვნებს. გუშინ ხელისუფლება მის წინაშე შეთქმულებას აწარმოებდა.

აი ეს 70% უნდა ადგეს, ვალდებულები ვართ, ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის, დავირაზმოთ, წავიდეთ 31-ში და მთავარი საფრთხე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სახით მოვიშოროთ, იმიტომ, რომ ტერორისტად ხელისუფლება იმას კი არ აღიქვამდა, ვინც შეიარაღებული იყო, აღიქვამდა იქ მისგან განსხვავებულს - მისი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, ამ ადამიანის ნაცვლად ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოვჩნდეთ. დღეს ვიხილეთ, რომ ქობულეთში დააყაჩაღეს ინკასატორი, რა გარანტია გვაქვს, რომ არ დაიწყოს ფულის გამოძალვის მიზნით უკვე მძევლების გატაცება, არა მხოლოდ ბანკებში, არამედ ქუჩებშიც. ამ შემთხვევაში ჩვენ გვეგულება თუ არა „ქართული ოცნება“, როგორც ხელისუფლება ჩვენი, ჩვენი შვილებისა და ჩვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტორად, თუ პირიქით - ისინი ხელებს დაიბანენ სულ მცირე და უფრო მეტიც - ისევ მორიგი შეთქმულების აქტს ვიხილავთ საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ დღეს ხელისუფლებასი მყოფი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან.

„ქართული ოცნება“ არჩევნებამდე დარჩენილ დროში გაცილებით სასიში იქნება, ვიდრე ის იყო ხელისუფლებაში 8 წლიანი ყოფნის დროს. ის უკვე კედელთან არის მიყენებული და ასეთი ხელისუფლება ყოველთვის საშიშია. ის არა მარტო კოვიდმა გადატეხა წელში, არამედ გუშინდელმა დღემაც. რა წარმატებაზე გველაპარაკებიან, როცა მძარცველმა მიიღო ყველაფერი 100%-ით, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის ბედნიერებაა, რომ მძევლები ცოცხლები არიან, მაგრამ შედეგი დადგებოდა იგივე. თუ ხელისუფლება ვერ ახდენდა თავდამსხმელის ნეიტრალიზებას, მაშინ ის თანხა მაშინვე მიეცათ, სანახაობას რაღას აყურებინებდნენ ამ ხალხს, რატომ დაზაფრეს საქართველოს მოსახლეობა და კიდევ ერთხელ რატომ დაისხეს თავს ლაფი ყველას თვალში. ამ ყველაფერს ჯაჭვური რეაქციები მოყვება, აღარაფერს ვსაუბრობ იმაზე, რომ ქვეყანას არ ჰყავს პროფესიონალები არც ერთი ძალოვანი სტრუქტურის სათავეში - პრობლემა მოდის აქედან. არც ერთი ძალოვანი სტრუქტურა არ მუშაობს გამართულად, ისინი, რომლებიც ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს“ - განაცხადა ლაგაზიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42