სოციალურ მედიაში ვრცელდება შემზარავი კადრები, რომლებიც ასახავს რუსეთის მორგში არსებულ სიტუაციას- ვიდეოში ნაჩვენებია კორონავირუსისგან გარდაცვლილი ათეულობით ადამიანის სხეული, რომლებიც დაწყობილია იატაკსა და საკაცეებზე.
ოფიციალურ დონეზე უცნობია, კადრებში ასახული გვამები კოვიდ 19-ის შედეგია თუ არა, თუმცა ადგილობრივი ჟურნალისტები და ბლოგერები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობას მალავს და ფატალური შემთხვევების რიცხვი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ამას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს. ოფიციალურად, დღეს კოვიდ 19-მა რუსეთში 317 ადამიანი იმსხვერპლა, რაც ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
მედიის წარმოამდგენლები აცხადებენ, რომ ქალაქ როსტოვში 13 პაციენტი ემსხვერპლა კორონავირუსს მას შემდეგ, რაც სასუნთქი აპარატებისთვის ჟანგბადის მიწოდებასთან დაკავშირებით 2 საათიანი შეფერხება შეიქნა.
მასალის გამოყენების პირობები






