მთიან ყარაბაღში, მიუხედავად ე.წ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებისა, აქტიური საბრძოლო მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს ფრონტის სამხრეთ ზონაში. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ქალაქ ზენგილანისა და მიმდებარე სოფლების შესახებ ოფიციალურად განაცხადა, სომხურმა საჯარისო შენაერთებმა სცადეს ქუბადლის რაიონიდან კონტრშეტევით ალყაში მოექციათ აზერბაიჯანელი სამხედროები.
აღნიშული სპეცოპერაცია სომხური არმიის დიდი კრახით დასრულდა- აზერბაიჯანელები ასეულობით სომეხი დაღუპული ჯარისკაცის შესახებ იტყობინებიან. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა კადრები სადაც ასახულია- სომეხი ქვეითების ქუბადლიდან ზენგილანისკენ გადაადგილების პროცესი. გავრცელებული ინფორმაციით, დრონების მიერ მოწინააღმდეგის პოზიციების დაზვერვის შემდეგ ქვეითებსა და ჯავშანტექნიკაზე აზერბაიჯანულმა არტილერიამ განახორციელა ზუსტი საარტილერიო ცეცხლი, რამაც გამოიწვია სომეხ ქვეით მებრძოლებს შორის დიდი დანაკარგები და აქტიური უკან დახევა.
სამხედრო უწყებამ აგრეთვე გამოაქვეყნა სომეხი მებრძოლების მიერ უკან დახევის დროს ბრძოლის ველზე დატოვებული მორიგი სამხედრო ტექნიკა- ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები.
მასალის გამოყენების პირობები






