უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო თანახმა, უკრაინისთვის ფინანსური თანადგომა გაეწია, თუ ქვეყანა მსოფლიო სავალუტო ფონდთან შეთანხმებას მოაწერდა ხელს, ეს კი იანუკოვიჩის თქმით, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა:
"ჩვენ სამი წელი შორიდან გვაჩვენებდნენ ამ ლამაზად შეფუთულ კანფეტს, მაგრამ გვეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ მაშინ მოგვცემდნენ, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებას მოვაწერდით ხელს. არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ჩვენი ასე დამცირება არ არის საჭირო. ჩვენ სერიოზული, ევროპული ქვეყანა ვართ და მე ამაზე არასდროს წავალ..." - აღნიშნა იანუკოვიჩმა ინტერვიუში.
მისი თქმით, ევროკავშირი 610 მილიონ ევროს სთავაზობდა ტექნიკური დახმარების სახით, თუმცა სანაცვლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონთან შეთანხმებაზე ხელმოწერას მოთხოვდა.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებული მისი გეგმები არ შეცვლილა:
„აუცილებლად წავალ ვილნიუსში, როგორც ვაპირებდი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






