ავსტრალიაში ასეულობით ადამიანს, რომლებიც კორონავირუსული პანდემიის განმავლობაში კარანტინის ზონაში იყვნენ მოთავსებულნი, შეამოწმებენ აივზე და ბ/ც ჰეპატიტზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა რომ ერთჯერადი სატესტო მასალები, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის იყი გათვლილი, მრავალჯერ იქნა გამოყენებული სხვადასხვა ადამიანზე.
ვიქტორიის შტატში სამართალდამცავი უწყებები დაუკავშირდნენ 243 სტუმარს, რომლებიც საკარანტინო სივრცეებში იყვნენ განთავსებულნი კოვიდ 19-ის ფონზე. აღნიშნულ პირებს კორონავირუსზე დიაგნოსტირება თითზე ნემსის ჩხვლეტით ჩაუტარეს 29 მარტიდან 20 აგვისტოს ჩათვლის. აღმოჩნდა, რომ მოწყობილობას, რომლითაც სისხლის სინჯები ერთჯერადად უნდა აეღოთ, ნაგავში არ აგდებდნენ, პირიქით ადგილი ჰქონდა მის მრავალჯერად გამოყენებას სხვადასხვა ადამიანზე.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შტატის ხელმძღვანელობამ შეშფოთება გამოთქვა და დაიწყო იმ ადამიანების მოძიება, მათი დიაგნოსტირება ზემოხსენებულ ვირუსებზე.
მასალის გამოყენების პირობები






