რომელი კონკრეტული სიმპტომების დროს უნდა დავრეკოთ 112-ზე?
COVID-19 - 15:25, 20 Oct, 2020     2283
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატებასთან ერთად იზრდება ინფიცირებულთა კონტაქტები, რომლებიც ყოველი სიმპტომის გამოვლენისა თუ უბრალოდ შიშის გამო რეკავს ცხელ ხაზზე და ცდილობს, გაარკვიოს, რამდენად მიუთითებს მისი მდგომარეობა ინფიცირებაზე.

კორონავირუსის პანდემიამდე 112-ში თუ ყოველდღიურად საშუალოდ 13 000 ზარი შედიოდა, ახლა მათი რაოდენობა 18 000-ს აჭარბებს, მოლოდინის რეჟიმის დისკომფორტთან ერთად, ტექნიკურ ხარვეზსაც წარმოქმნის.

რა შემთხვევაში უნდა მიმართონ რესპირაციული სიმპრომების მქონე ადამიანებმა 112-ს და რა შემთხვევაში – არა?

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განმარტა, ადამიანებმა 112-ს იმ შემთხვევაში უნდა მიმართონ, თუ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.

„ადამიანმა 112-ს უნდა მიმართოს ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი აქვს რაიმე სიმპტომები, ცხელება და გამოვლენილი რომელიმე სხვა სიმპტომატიკა.

ასეთ შემთხვევაში, პირს 112 გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან. ოჯახის ექიმი გამოარკვევს არის თუ არა ესა თუ ის პაციენტი კოვიდ 19-ზე საეჭვო და შემდგომში გადაწყდება ჩაუტარდეს თუ არა მას ტესტირება კორონავირუსზე.

რა შემთხვევაში არ უნდა მიმართოთ 112-ს

ენდელაძის თქმით, პირმა 112-ში დარეკვისგან თავი იმ შემთხვევაში უნდა შეიკავოს, თუ გონივრული ეჭვი აქვთ, რომ კონორნავირუსით ინფიცირებულთან შეხება არ ჰქონია.

„თუ არის გონივრული ეჭვი, რომ ეს არის ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი, შესაძლოა, პაციენტმა არ მიმართოს 112-ს. შეიძლება, მან ოჯახის ექიმის მიმართოს”, – განაცხადა ენდელაძემ.

112-ში განმარტავენ, რა ნიშნით კლასიფიცირდება მოქალაქეების გადამისამართება ოჯახის ექიმთან, ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან.

“თითოეულ მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში, შეუძლია დარეკოს 112-ზე. ვირუსთან დაკავშირებული შეტყობინებები კი ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე შემთხვევები – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები – ოჯახის ექიმებს გადაეცემა.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს. შედეგად, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება, მაშინ როცა წამები გადამწყვეტია, შეიძლება ვერ დაგვიკავშირდეს, რაც იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.

112 არის გადაუდებელი დახმარების ნომერი, კორონავირუსის მართვის პროცესში დაწესებულ წერტილოვან შეზღუდვებსა და დაშვებებზე დაკავშირებული საინფორმაციო ტიპის შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მთავრობის ცხელ ხაზს – 144”, - წერია განცხადებაში.

წყარო: primetime.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42