დაწყებითი სკოლის პედოფილი მასწავლებელი, რომელმაც თავის მოსწავლეებთან სექსუალური აქტის მიმდინარეობის პროცესი გადაიღო, ციხიდან მომდევნო თვეში განთავისუფლდება.
ნაიჯელ ლიტი განუსაზღვრელი ვადით დააპატიმრეს 2011 წელს, მას შემდეგ რაც 36 დანაშაულებრივი ფაქტის, მათ შორის ბავშვების გაუპატიურების მცდელობისა და სექსუალური ძალადობის შესახებ აღიარა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ერთ-ერთ სკოლაში ერთ კონკრეტულ დღეს 5 გოგონასთან სექსუალური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო გადაიღო. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებები 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
ვადაზე ადრე განთავისუფლების კომისიამ მის საკითხზე იმსჯელა და განაცხადა, რომ მან ფსიქოლოგიური პროგრესი განიცადა 9 წლის განმავლობაში ციხეში ჯდომის შედეგად, რის ფონზეც მისი გათავისუფლება დასაშვებად იქნა მიჩნეული.
პოლიციამ მოძალადის დაპატიმრების დროს ლიტის საცხოვრებლიდან 30 500 და 720 ვიდეო ამოიღო, რომელიც ასახავდა სექსუალური ძალადობის ფაქტებს.
მასალის გამოყენების პირობები






