ამერიკაში, შტატ ლუიზიანაში არსებულ ქალაქ ბატონ-რუჟში 11 წლის ბავშვმა სკოლის ავტობუსი გაიტაცა, რომლის შემდეგაც იგი სამართალდამცავებმა დააპატიმრეს. პოლიციელთა თქმით, გატაცებული ავტობუსი კერძო მფლობელობაში იყო პირთან, რომელმაც PRGRESS HEAD START-ის დაწყებით სკოლასთან კონტრაქტი გააფორმა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი 30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა- პოლიციის ოფიცრები მისდევდნენ ავტობუსს და მის გაჩერებას ცდილობდნენ, რა დროსაც ის გაზის მილსა და ხეს შეეჯახა. სამართალდამცავებმა გამტაცებელ არასრულწლოვანს ბორიკილები დაადეს და საპატიმროში გადაიწყვანეს.
პოლიციელთა თქმით, მაშინ როდესაც ბავშვი მთელი სისწრაფით მართავდა ავტობუსს, იგი მდევარ პოლიციელებს შუა თითს უჩვენებდა. ე.წ გამტაცებელს ბრალი წაუყენეს ავტომობილის მოპარვისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის.
სოციალურ ქსელში გავრცელდა თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ მოზდევენ ავტობუსს პოლიციის ეკიპაჟები.
მასალის გამოყენების პირობები






