ქვეშეთი-კობის გზა - ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ტურიზმის განვითარების ახალ პერსპექტივას აჩენს
საზოგადოება - 11:04, 20 Oct, 2020     820
უახლოეს მომავალში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაიწყებს პროექტის განხორციელებას, რომელიც ხადის ხეობასა და ზოგადად, სტეფანწმინდის რეგიონს მთავარ პრობლემას მოუხსნის. ქვეშეთი-კობის ახალი გზის აშენების შემდეგ, რეგიონი ზვავსაშიშ პერიოდში მთელს საქართველოს მოწყვეტილი აღარ იქნება და უსაფრთხო გადაადგილება წელიწადის ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.

ადგილობრივი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გარდა, ეს გზა რეგიონს ტურისტული თვალსაზრისითაც განავითარებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველი, ალექსანდრე ონოფრიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული პროექტი ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. მისი თქმით, ისეთი პროექტისათვის, როგორიცაა ქვეშეთი-კობის ახალი გზა, სახელმწიფოს აუცილებლად უნდა აეღო გრძელვადიანი, უპროცენტო საგარეო ვალი, რადგან ამ პროექტით რეგიონში შემოდის მდგრადობა. ალექსანდრე ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი თავისთავად გულისხმობს მეტ ინვესტიციას და ქვეყანა სწორედ ასეთი პროექტებით უნდა გაძლიერდეს.

„ეს პროექტი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ დასაქმდება უამრავი ადამიანი. გარდა ამისა, გაიზრდება რეგიონში გზის გამტარუნარიანობა. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ სტეფანწმინდა აღარასდროს იქნება მოწყვეტილი დანარჩენ საქართველოს ზვავსაშიშ პერიოდში, ზამთარში. ეს რეგიონი მუდმივად იქნება გახსნილი და ექნება წვდომა როგორც დედაქალაქთან, ისე - სხვა რეგიონებთან. როგორც იცით, ზვავსაშიშროების გამო, არსებული გზა, ჯვრის უღელტეხილი, ხშირად იკეტება და რეგიონი სრულად არის მოწყვეტილი ცივილიზაციას,“ - განმარტავს ალექსანდრე ონოფრიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42