ქმედებები, როგორიცაა უკრაინისთვის ელექტროენერგიის გათიშვა, საფრანგეთში 2017 წლის არჩევნებისთვის ხელის შეშლა, 2018 წლის ოლიმპიური თამაშების შეფერხება, კიბერთავდასხმა ქართულ მედია კომპანიებზე და ვებ-გვერდების დაზიანება, ნავალნის მოწამლვის ფაქტზე გამოძიების მიმართ ხელის შეშლა, კომპიუტერული სისტემების დავირუსება და ა.შ.
როგორც აშშ-ს იუსტიციის დეპრტამენტი იუწყება, მათ რუსეთის შესაბამისი უწყებები დიდი ხნის წინ ჩააყენეს აღნიშნული დანაშაულის საქმის კურსში.
საქართველოს მიმართ კიბერდანაშაულში ბრალი ორ პირს - ანატოლი კოვალიოვსა და არტიომ ოჩიჩენკოს წარედგინათ. ჰაკერებმა 2018 წელს კიბერშეტევა საქართველოს ერთ-ერთი მედია-კომპანიის, ხოლო 2019 წელს საქართველოს პარლამენტისა და ქართული ვებგვერდების წინააღმდეგ მოაწყვეს.
კიბერდანაშაულის შედეგად ზარალი მიადგა ასევე ნიდერლანდებს, სამხრეთ კორეას, დიდი ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებსაც.

მასალის გამოყენების პირობები






