რუსეთის მოქალაქეთა მხოლოდ 39% თვლის, რომ მათ ქვეყანას სახელმწიფო დუმა სჭირდება, ხოლო 43% დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ცხოვრება იგივე წარმატებით განვითარდება მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებებით. ამ მონაცემებს წარმოადგენს "Левада-центр"-ის სოციოლოგიური გამოკითხვა.
2007 წლის ოქტომბერში, რუსეთის მოქალაქეთა 48% პარლამენტის აუცილებლობაში დარწმუნებული იყო, ხოლო მის საჭიროობას უარყოფდა 37%.
გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა 51%-ს არ აინტერესებს, რითი არიან დაკავებული სახელმწიფო დუმის ახლანდელი დეპუტატები, ხოლო 49%-მა საერთოდ არ იცის რა არის მათი პოლიტიკური მიზანი.
"Левада-центр"-ის სოციოლოგიური გამოკითხვა 2013 წლის 15-18 ნოემბერს, 18 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობაში, ქვეყნის 45 რეგიონის 130 დასახლებულ პუნქტში, 1603 ადამიანს შორის ჩატარდა. მონაცემების სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 3,4%-ს.
მასალის გამოყენების პირობები






