კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება და ტესტირების დაუსრულებელი რიგები - რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა საზოგადოება ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობის გამო?
COVID-19 - 15:27, 19 Oct, 2020     1891
გვეუბნებიან, რომ ეს მეორე ტალრა ჯერ არ არის, თუმცა კორონავირუსის ინფიცირების ყოველდღიურმა ოთხნიშნიანმა მაჩვენებელმა საზოგადოებაში უკვე პანიკა გამოიწვია - რაც უფრო მეტია ინფიცირებული, მით მეტია და ბევრად აჭარბებს კიდეც კონტაქტების რაოდენობა, თუმცა, იმისათვის, რომ დროულად მოხდეს მათი გამოკვლევა და შესაბამისი ზომების მიღება, როგორც ჩანს, ამისთვის საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მზად არ აღმოჩნდა.

ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა კონტაქტების რაოდენობა, რომლებიც ემოციური სტრესის ქვეშ იმყოფებიან და სურთ, მალე გაიგონ, არიან თუ არა კოვიდდადებითები, თუმცა კლინიკებს, სადაც აღნიშნული ტესტირებები ტარდება, გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდა. ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდ პრობლემას, სხვა დანარჩენ რიგ ბარიერებთან ერთად, წარმოადგენს სამედიცინო პერსონალის სიმცირე, შესაბამისად, ადგილზე მისულ პაციენტებს უწევთ გრძელ რიგში ჩადგომა.

ერთ-ერთი ასეთი კლინიკაა "მედ კაპიტალი", სადაც, როგორც ადგილზე მისული პირები აცხადებენ, მხოლოდ ორი ექიმი ჰყავთ, მათგან კი ერთ-ერთს ოჯახის წევრი გარდაეცვალა და სამსახურში არ დადის, რაც დამატებითი პრობლემა აღმოჩნდა და რიგში მდგომი პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

გარდა რიგში დგომით გამოწვეული დისკომფორტისა, აქ ვაწყდებით კიდევ ერთ უკიდურესობას - ადგილზე მისული მოქალაქეების უსაფრთხოების ზომები მთლიანად დარღვეულია, არ არის სოციალური დისტანცია და მარტივად შესაძლებელია, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი სწორედ ასეთ კლინიკებში სტუმრობის შედეგად დაინფიცირდეს.

ადგილზე მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ რიგში დილის 9 საათიდან დგანან, თუმცა კლინიკა ერთი საათი დაგვიანებით გაიხსნა და შეფერხებით მუშაობს. ამასთან, ანალიზის პასუხები სმს შეტყობინებით აღარ მისდით და იძულებულები ხდებიან, მის გასაგებად ადგილზე კიდევ ერთხელ მივიდნენ.

ჯანდაცვის სისტემის მეორე ხარვეზი კლინიკებში საწოლების დეფიციტია - სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებენ ვიდეო მასალებს, სადაც კარგად ჩანს არსებული უკიდურესი მდგომარეობა. გარდა ამისა, ყველა მხრიდან ისმის უკმაყოფილება ცხელი ხაზის მიმართ - გარდა 112-ისა, ჯანდაცვის ცხელ ხაზზე დაკავშირებაც ჭირს, თუმცა პრემიერი გახარიაც და ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძეც აცხადებენ, რომ შეფერხებები მხოლოდ ქოლ-ცენტრების ნაწილშია.

ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის ცხელი ხაზის სერვისს ოპერატორები დაემატებიან და 40%-ანი ჩამორჩენა ამით გამოსწორდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომიდან გამოსულმა ჯანდაცვის მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ ცხელი ხაზის ადამიანური რესურსის დამატების გარდა, გაძლიერდება ეპიდემიოლოგიური სამსახურის ცხელი ხაზი:

"ამ კვირაში ეპიდემიოლოგიური სამსახურის კუთხით ცხელი ხაზის გაძლიერებას ვგეგმავთ და აქაც ვეცდებით, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არ იყოს შეფერხება, გვქონდეს დროული ზარები. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებული ცხელი ხაზის - 15 05-ის სამსახურში საშტატო შერჩევა მიმდინარეობს. დღეს გვაქვს ზარების 40%-იანი ჩამორჩენა, რასაც მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ის საკადრო რესურსი გაუმკლავდება, რომელთა მობილიზებაც მოხდა", - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, ტიკარაძე არ შეხებია მედპერსონალის დეფიციტის თემას, როგორც ჩანს, ჯანდაცვის მინისტრი ან არ არის ინფორმირებული არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, ან ამ უკანასკნელზე უბრალოდ თვალებს ხუჭავს, რადგან არ აქვს პასუხი, როდის შეიძლება გამოსწორდეს ვითარება, რომელმაც, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი კოვიდინფიცირებული დაამატოს ისედაც გაზრდილ რიცხვებს.


ავტორი: ლილე შუკვანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42