პანიკა სომხური არმიის რიგებში- უკან დახევა საბრძოლო პოზიციებიდან და სამხედრო ბაზაზე დატოვებული შეიარაღება (ვიდეო)
მსოფლიო - 13:29, 19 Oct, 2020     35308

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 26 წლის წინ გაყინული კონფლიქტი ისევ ცხელ ფაზაში მძვინვარებს- გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობა უკვე ათასობით სამხედროს შეადგეს. მაღალტექნოლოგიური იარაღის ფონზე საგრძნობია აზერბაიჯანული არმიის უპირატესობა ბრძოლაში. სომხურმა მხარემ აღმოსავლეთ და სამხრეთი მიმართულებებზე არსებული ფრონტის ხაზიდან ტოტალურად დაიხია უკან.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ დღეებში აზერბაიჯანელებმა დაიკავეს უშუალოდ მთიანი ყარაბაღის ზონაში ქალაქი ჰადრუტი და ფიზულის ნასახლარი, აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა სიმაღლე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოკადრებს, სადაც ასახულია დასახლებულ პუნქტ ფიზულის ცენტრში აღმართული ეროვნული დროშა.


თავდაცვის უწყება აგრეთვე აქვეყნებს ფიზულიში სომხების მიერ მიტოვებული საბრძოლო ნაწილის კადრებს. აღნიშნულ ბაზაზე სომხურმა შენაერთებმა უკან დახევის დროს დატოვეს ასეულობით საარტილერიო ჭურვი, ტანკები, საარტილერიო ჰაუბიცები, ავტომატები, ტყვიამფრქვევები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ავტომატები და ა.შ



სომხური მხარე თავის მხრივ ამ ინფორმაციას უარყოფს და აზერბაიჯანელთა მიერ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს.


აზერბაიჯანულმა სამხედრო პორტალებმა და სამხედრო უწყების ოფიციალურმა YOUTUBE გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აღბეჭდილია აზერბაიჯანელთა შეტევისა და სომხური არმიის პოზიციებიდან გაქცევის მომენტი. აზერბიჯანელთა განცხადებით, აღნიშნულ მომენტს აფიქსირებს დრონი, სადაც ჩანს სომხური სპეციალური ოპერაციის ძალების უკან დახევის მომენტი- ისინი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსიდან ისვრიან მომავალი ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ, თუმცა უშედეგოდ, ამის შემდეგ კი გაფანტულად, ერთმანეთისაგან რამდენიმე მეტრის მოშორებით გარბიან და ტოვებენ პოზიციებს.



შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, მხარეები ამ დრომდე აქტიური საარტილერიო იერიშების განხორციელებაში ადანაშაულებენ ერთმანეთს.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42