ყარაბაღის სამხრეთში ჩამოშლილი სომხური ფრონტი და აზერბაიჯანული არმიის წინსვლა- ალიევი 13 სოფლისა და სტრატეგიული პოზიციების დაკავების შესახებ იტყობინება (ვიდეო)
მსოფლიო - 11:52, 19 Oct, 2020     1942

მიუხედავად, ჰუმანიტარული მიზნით ყარაბაღში ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. ორივე მხარე იტყობინება საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვების შესახებ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი იტყობინება, რომ სამხრეთის მიმართულებით, ჯებრაილის რაიონში არსებული სოფლები- სოლტანლი, ამირვარლი, მაშანლი, ჰასანლი, ალიკეიხანლი, გუმლაგი, ჰაგილი, გოირჩენვეისალი, ნიაზგულარი, კეჩელი და ა.შ გათავისუფლდა სომხური არმიის დანაყოფების კონტროლისგან.





აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, ზემოხსენებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მუდმივი არ გახლავთ, და ეს არ გულისხმობს იმას, რომ აზერბაიჯანი უახლოეს დღეებში არ განაახლებს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. მისი განცხადებით, ოფიციალური ბაქოს მიზანი მთიან ყარაბაღზე სრული კონტროლის აღებაა.

გასული 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანელებმა ჯებრაილის რაიონის გასწვრივ ირანის საზღვართან მთელი რიგი ტერიტორიების დაკავება მოახერხეს- მათ ხუდაფერინის ხიდზე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება მეზობელ სახელმწიფოს აზერბაიჯანის ეროვნული დროშა აღმართეს.

შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის სამხრეთში სომეხთა თავდაცვითი პოზიციები სრულად ჩამოიშალა, აზერბაიჯანული სამხედრო ნაწილები მდინარე არაქსისა და მთიანეთს შორის არსებულ ტერიტორიას იკავებენ. აზერბაიჯანელ ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს დღეებში სავარაუდოა ლაჩინის რაიონში გაიმართოს მასშტაბური შეტაკებები, საიდანაც ყარაბაღში არსებული სომხური საარმიო ნაწილების შეიარაღბითა და ამუნიციით მომარაგება ხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42