"ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში ჯადოსნური გამოსავალია სითხეების მიღება და მოძრაობა.. კოვიდის მქონე პაციენტებს წამლებს არ ვუნიშნავ" – მაია ბუწაშვილის რჩევა საზოგადოებას
საზოგადოება - 12:06, 19 Oct, 2020     992

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს და კორონავირუსის სახლის პირობებში მკურნალობის შესახებ საუბრობს:
"სულ მიკვირს, რატომ უყვართ ჩვენთან ასე ძალიან წამლები, მათ შორის "გადასხმები". წლებია ჭიდაობა მაქვს პაციენტებთან, რომ უმრავლეს შემთხვევაში გადასხმა არ ჭირდებათ და ხშირად მაინც არ მიჯერებენ და ისხამენ და ისხამენ ვენაში წყალს (ფაქტიურად), იმის მაგივრად, რომ ონკანი მოუშვან და დალიონ.ყოველ დღე გადიან ჩემი ოთახიდან უკმაყოფილო პაციენტები, რომ წამალი არ დავუნიშნე.

ზოგი ამას პიდაპირ მეკითხება გაოცებული, ზოგსაც გამოხედვაზე ვატყობ უკმაყოფილებას, წამლის გარეშე რომ ვუშვებ. კიდევ უფრო მეტად არ მოწონთ ხოლმე, როცა ვკადნიერდები და სხვების დანიშნულ წამლებს ვუხსნი (არადა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად სრულიად არასაჭირო წამლებია დანიშნული).ეს ახლა იმიტომ გამახსენდა, რომ იგივე ხდება კოვიდის მქონე პაციენტებთან. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ახლა სახლშია ამ დიაგნოზით, მირეკავს და რჩევეებს მეკითხება. ჰოდა, ახლაც უკმაყოფილოები მრჩებიან იმით, რომ წამლებს არ ვუნიშნავ ან იშვიათად ვუნიშნავ. ბევრი თავისით იწყებს მკურნალობას, მაგალითად, დექსამეტაზონით და ანტიბიოტიკებით.

ასე არ შეიძლება, მათ გამოყენებას თავისი დრო და ჩვენება აქვს და შეიძლება საქმე გაკეთების ნაცვლად გავაფუჭოთ.თუმცა ამ პაციენტებმაც რა ქნან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ესმოდათ, რომ კორონას დადასტურების შემდეგ სულერთი იყო, რამე აწუხებდა ადამიანს თუ არა, მაინც საავადმყოფოში აწვენდნენ და თავს იწონებდნენ სხვადასხვა პრეპარატების გამოყენებით. რა წამალი აღარ გაჟღერდა - პლაქვენილი, კალეტრა, რიბავირინი... ახლა რეკონვალესცენტ პლაზმა, მონოკლონური ანტისხეულები, რემდესივირი. კი ბატონო, უამრავი წამლის გამოცდა მიმდინარეობს და იმედია ზოგიერთი მათგანი გაამართლებს, მაგრამ არ შეიძლება ამდენი კეკლუცობა იმ წამლებით, რომლებიც ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტულ ფაზაშია.

თავის დროზე პლაქვენილზე რამე კითხვას თუ დავსვამდით, თუნდაც მორიდებულად, სამშობლოს მოღალატეებად გვაცხადებდნენ. ახლა იგივეა რემდესივირთან დაკავშირებით. ამიტომ რა ქნან ამ პაციენტებმაც, მიეჩვივნენ, რომ რაღაც მქუხარე დასახელების წამლები უნდა გაგიკეთდეს, თუ კოვიდი გაქვს. ახლა კი ვეუბნებით, მხოლოდ წყალი და სიცხის დამწევები მიიღეო. დაიბნენ ადამიანები.ამ ხმაურიან პრეპარატებზე დროის დაკარგვის მაგივრად ეს დრო რომ სხვა უფრო სასარგებლო, მოსამზადებელ სამუშაოებზე დაგვეხარჯა, ასევე ბინაზე მოვლის რეჟიმზე ნელ-ნელა და მშვიდად გადავსულიყავით, როცა ერთეული შემთხვევები იყო, ახლა ფორს-მაჟორში არ მოგვიწევდა ამის გაკეთება და ადამიანებიც მიჩვეულები იქნებოდნენ იმ ფაქტს, რომ კოვიდის დიაგნოზით სახლშიც შეგიძლია დარჩე და საავადმყოფო და წამლები უმრავლეს შემთხვევაში საერთოდ არ გჭირდება. სინამდვილეში, კოვიდ ინფიცირებულებს მკურნალობა ან არ ჭირდებათ, ან თუ ჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე და სიყოჩაღეზე ვართ დამოკიდებულები.

ასეთი რეალობის წინაშე ვართ ამ ეტაპზე. თუმცა ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში ჯადოსნური გამოსავალია სითხეების მიღება (დასალევად და არა ვენაში) და მოძრაობა. სიცხის დამწევებიც საჭიროების შემთხვევაში.ახლა ვიცი, ბევრი გაღიზიანდება და ფიქრობს, აბა რა ვქნათ, ექიმს თუ ვერ ვუკავშირდებითო. ყველას გვაქვს გაცნობიერებული, რომ უამრავი საორგანიზაციო პრობლემებია, მაგრამ აქედან გამოსავალი თვითნებური მკურნალობა არ არის. გავაგრძელოთ მცდელობა ოჯახის ექიმებთან კონტაქტის დამყარების და დავუჯეროთ. და რაც მთავარია, საუკეთესო წამალია სიმშვიდე!!! შფოთვას და პანიკას სიკეთე არ მოაქვს", – წერს ბუწაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42