"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატის გიგა შუშანიას თქმით, ხელისუფლებას საკმაო დრო ჰქონდა იმისთვის, რომ გელათის რეაბილიტაცია დროულად მომხდარიყო, თუმცა მან ფულის ჯიბეში ჩადება ამჯობინა:
"ეს არის ნათლი სახელი "ქართული ოცნებისა", როდესაც დავკარგეთ 7 წელი, გავფლანგეთ და კონკერტულმა ჩინოვნიკებმა ჯიბეში ჩაიდო მილიონობით ლარი და გელათი დღეს ამ დღეშია, ეს არის დანაშაული", - განაცხადა შუშანიამ.
გელათის გადახურვის ფაქტს გამოეხმაურა "ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ხელისულფლება მავნებლობაში დაადნაშაულა.
"გელათს 7 წლიანი გაპარტახების შემდეგ - თუთიის პრიალა მასალით ხურავენ.. უბოროტესი მავნებლები..," - წერს ხატია დეკანოიძე.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავს, რადგან დროებით გადახურვის პროექტიც არ არის სრულყოფილი.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, გელათის ტაძარი ზამთრის ნალექს ვერ გაუძლებს და საჭიროა ტაძრის საფუძვლიანად გადახურვა. ისინი ეჭვობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო თანხებს ზოგავს.
გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს.
მასალის გამოყენების პირობები






