ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირი სპეციალურ განცხადებას მიიღებს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დასავლეთთან დაახლოებისკენ მოუწოდებს, წერს გაზეთი Gazeta Wyborcza. გამოცემა აღნიშნაბს, რომ ამ დეკლარაციის მიღება პოლონეთის იდეაა.
„ევროკავშირი არ ყრის იარაღს. ლიტვის დედაქალაქში უნდა მივიღოთ ეგრეთ წოდებული, ვილნიუსის დეკლარაცია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რეფორმებისა და დასავლეთთან დაახლოებისკენ მოუწოდებს. ის ასევე, მართალია არა პირდაპირ, მაგრამ გააფრთხილებს რუსეთს არ ჩაერიოს მეზობელთა საშინაო საქმეში“, - იუწყება გაზეთი.
პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ევროინტეგრაცია გაგრძელდება.
„ევროკავშირის დემოკრატიულმა პოლიტიკამ წააგო რუსეთის იმპერიულ პოლიტიკასთან. ევროკავშირმა აქედან დასკვნები უნდა გამოიტანოს“, - აღნიშნა კომოროვსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






