რთული ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ რამდენიმე ათეული მილიარდი ლარის ოდენობის საგარეო ვალი აიღო. ექსპერტებისთვის გაუგებარია, რატომ არ ხმარდება თანხები მოქალაქეებს:
"კრიზისის პერიოდში დონორი ორგანიზაციებიდან საქართველომ დაახლოებით ათი მილიარდი ლარის დახმარება. აქ ჩნდება კითხვა, ეს თანხა სად წავიდა, რას მოხმარდა?1 საქართველომ ეს თანხები მიიღო იმიტომ, რომ არ ჩამონგრეულიყო ეკონომიკა, არ გაკოტრებულიყო ბიზნესი, ათიათასობით ადამიანს არ დაეკარგა სამსახური და სიღატაკის მაჩვენებელი არ გაჩენილიყო ქვეყანაში. საბოლოოდ, მივიღეთ შემოსული თანხა, რომელიც ვალის სახით მიიღო ქვეყანამ - უკან დასაბრუნებელია - და ეს თანხა გაიფლანგა, ანუ ამ თანხის არაეფექტურ ხარჯვაზეა საუბარი", - ამბობს გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"-ს ეკონომიკის სპიკერი, ირაკლი ყიფიანი.
"მე თუ მკითხავთ, ეს არის წყალში გადაყრილი ფული. ამას ჯობდა, რომ ეკონომიკის სტიმულირება გაგვეკეთებინა გადასახადების დაწევით. ხელისუფლების მიზანი არასდროს არ ყოფილა პანდემიასთან ეფექტური ბრძოლა, მიზანი იყო ამ სიტუაციის გამოყენება მაქსიმალურად საარჩევნოდ და ეს არასწორი მიზანია", - ფიქრობს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.
ხელისუფლება, პანდემიის მეორე ტალღასთან ერთად, სეზონურ გრიპსაც მოუმზადებელი ხვდება. ახლა ქვეყანაში მხოლოდ 25 000 ცალი გრიპის ვაქცინაა შემოტანილი, რომელიც, პირველ რიგში, ორსულებს, ბავშვთა სახლებს, ხანდაზმულებსა და შიდსით დაავადებულ ადამიანებს უნდა მოხმარდეთ, თუმცა ეს რაოდენობა საკმარისი ამ მიზნობრივი ჯგუფებისთვისაც არ არის.
ცნობისთვის, დღეს, 16 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები






