რუსული მედია და სამთავრობო უწყებები აქტიურად ავრცელებენ პროპაგანდას ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ მიღებული კორონავირუსის ვაქცინის უვარგისობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წერს ბრიტანული მედია.
სტატიის თანახმად, რუსეთში აცხადებენ, რომ ზემოხსენებულმა ვაქცინამ ადამიანები შესაძლოა, მაიმუნებად გადააქციოს, რადგან ანტივირუსულ პრეპარატზე შიმპანზის ვირუსია შეყვანილი. რუსულ სოციალურ მედიაში აღნიშნავენ შესაბამისი ფოტო-ვიდეო ე.წ მტკიცებულებებით, რომ ნებისმიერი ვაქცინა, რომლებზეც ბრიტანეთში მუშაობენ სიცოცხლისთვის საშიშია.
პროპაგანდისტული ფოტო-ვიდეო მასალა აგრეთვე გავრცელდა რუსეთის ტელეარხ VESTI NEWS-ზეც. აქტიურად ვრცელდება ბორის ჯონსონის ფოტოც, რომელსაც მაიმუნის სახე აქ- ამ ფაქტით რუსეთში მანიპულატორები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ასტრაზენაკას მიერ დამზადებულ ვაქცინას ადამიანი შეუძლია მაიმუნად გადააქციოს.
აგრეთვე გავრცელდა ერთ-ერთი ფოტო, სადაც ასახულია შიმპანზე კომპანია ასტრაზენაკას ლაბორატორიის სამოსში, რომელსაც ხელში ნემსში მოთავსებული ვაქცინის დოზა უჭირავს.


მასალის გამოყენების პირობები






