ევექსი ჰოსპიტლებმა კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ რიგით მე-5 ჰოსპიტალი გამოყო
COVID-19 - 11:50, 16 Oct, 2020     1023

ევექსი ჰოსპიტლებმა კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ თბილისში კიდევ ერთი მძლავრი ჰოსპიტალი გამოყო.

ხვალიდან, კოვიდ პაციენტების მკურნალობაში ჩართულ კლინიკებს 290 საწოლზე გაშლილი ივ. ბოკერიას სახელობის მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალიც შეუერთდება. ქვეყანაში დამატებითი საწოლების საჭიროების დადგომიდან 24 საათში კლინიკაში ინფრასტრუქტურა სრულად გადაეწყო და უკვე ხვალიდან COVID ინფიცირებულ ყველა ასაკობრივი კატეგორიის პაციენტს სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

კერძოდ, კლინიკაში შესაძლებელი იქნება როგორც თერაპიული, ისე ქირურგიული (მათ შორის - კარდიოქირურგიული, ნეიროქირურგიული) სამედიცინო მომსახურება. ასევე, ვირუსით ინფიცირებულ ქალბატონებს 24/7-ზე მოემსახურება მესამე დონის სამშობიარო სამსახური, რაც სრულყოფილ პერინატალურ დახმარებას ითვალისწინებს.

ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალმა უკვე გაიარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული COVID-19- ის პრევენციაზე და კონტროლზე აგებული სასწავლო კურსები. მედპერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შენობაში დანერგილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. ასევე, ინფექციის პრევენციის მიზნით თითოეულ მედპერსონალს კოვიდ სტატუსის განმსაზღვრელი PCR ტესტები გეგმიურ რეჟიმში ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ ევექსი ჰოსპიტლებმა კოვიდ 19-ის პანდემიის პირველივე დღეებში ქვეყანას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და 700-მდე საწოლის მობილიზებაზე სრული მზაობა გამოთქვა.

დღევანდელი მონაცემებით, კომპანიამ კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე გამოყო შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მედპერსონალით აღჭურვილი 540 საწოლი - თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42