ხელიფუსლების დაუდევრობის გამო მოსახლეობა საფრთხეშია - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საგანგებო მიმართვა
საზოგადოება - 11:38, 16 Oct, 2020     1255
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“-ს განცხადებით, ანაკლიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა დიდი რისკის წინაშე დგას, რადგან ადგილი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა, ხელისუფლებამ უყურადღებოდ დატოვა და ახლა იქ წარმოქმნილი მტვერი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია:

"შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) აცხადებს, რომ ანაკლიისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის

მოსახლეობა გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წინაშე .

დგას, რადგან პროექტის შეჩერების შემდეგ მთავრობას არ უზრუნია საპროექტო ტერიტორიის მართვაზე.

პროექტის განვითარების პროცესში, კონსორციუმს მომზადებული ჰქონდა ბუნებრივ და

სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი - საერთაშორისო საფინანსო

ინსტიტუტების (EBRD, ADB, AIIB, OPIC) მიერ დადგენილი სტანდარტებისა და პრინციპების

გათვალისწინებით, რაც მოიცავდა არა მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამის, არამედ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ, ბუნებრივი და სოციალური გარემოს დაცვის ღონისძიებებს.

2018 წელს კონსორციუმმა საპროექტო ტერიტორიაზე განახორციელა მნიშვნელოვანი

მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის ნიადაგის მოხსნა და რეკლამაცია 110 ჰექტარ მიწაზე, რისთვისაც კონსორციუმს მიღებული ჰქონდა შესაბამისი ნებართვები.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს უკვე ნათელი იყო მთავრობის აქტივობა ანაკლიის პორტის პროექტის წინააღმდეგ, კონსორციუმი ძალისხმევას არ იშურებდა, რომ გაეგრძელებინა სამშენებლო სამუშაოები, და ამავდროულად დაეცვა გარემო მტვრის მავნე

ზემოქმედებისგან. კონსორციუმს მთავრობის მხრიდან დასამტკიცებლად მომზადებული

ჰქონდა აღნიშნული საკითხის მართვის გეგმა, რის ხარჯსაც რასაკვირველია მთლიანად

გაიღებდა კომპანია.

კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის

შემდეგ, 2020 წლის თებერვალში მთავრობამ მფლობელობაში დაიბრუნა საპროექტო

ტერიტორია, რითაც კონსორციუმს წაერთვა ტერიტორიაზე წვდომა და მას აღარ შეეძლო

შემუშავებული გეგმების განხორციელება. მთელი პასუხისმგებლობა ტერიტორიის

მართვაზე გადავიდა სახელმწიფოზე.

უყურადღებოდ მიტოვებული ტერიტორია, სადაც დიდი რაოდენობით მტვერი წარმოიქმნება, საფრთხეს უქმნის გარემოს და მოსახლეობის ჯანმრთელობას. მთავრობას

კარგად ესმოდა რა ნაბიჯები უნდა გადაედგა გარემოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების სამართავად, თუმცა არ მიუღია არანაირი ზომები.

მთავრობა უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როდესაც

უკანონოდ შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება და დააიგნორა გარემოსა და ჯანმრთელობისდაცვითი პრობლემები ადგილზე, არ განუხორციელებია არანაირი

შემარბილებელი ღონისძიება. თავისი უმოქმედობით სახელმწიფო რისკის ქვეშ აყენებს

მოსახლეობის ჯანმრთელობას და ზიანს აყენებს გარემოს, როცა ასე მიშვებული აქვს საპროექტო ტერიტორია. კონსორციუმი მოუწოდებს მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს რეგიონის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. საპროექტო

ტერიტორიის მიმართ ასეთი უყურადღებობით საერთოდ ეჭვქვეშ დგას მთავრობის ინტერესი, რომ განავითაროს თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში - მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა. მთავრობა თავს არიდებს თავისი მოვალეობების შესრულებას.

დამატებითი დეტალები ანაკლიის პორტის პროექტისა და „ანაკლიის განვითარების

კონსორციუმის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:

http://anakliadevelopment.com " - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42