ვიცი გულში ამბობთ, რა ზღაპრებს გვიყვება, ეს არ არის ჩემი ნოუ-ჰაუ – ამირან გამყრელიძე
COVID-19 - 20:18, 15 Oct, 2020     1274

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოწოდებები პრევენციულ ღონისძიებებზე, პირბადის ტარებასა და დისტანციაზე მისი ნოუ ჰაუ არ არის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ამინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ხშირად როცა, მე ერთი და იგივეს ვიმეორებ პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ ეს არ არის ამირან გამყრელიძის ნოუ-ჰაუ, რასაც ხშირად ვამბობ, გადავწყვიტე მომეტანა თქვენთვის ენტონი ფაუჩის გუშინწინდელი რეკომენდაციები, რომელსაც იგი აძლევს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და საზოგადოებას.

5 მთავარი გზავნილი ფაუჩისგან, რომელიც პანდემიის პირობებში უნდა გავითვალისწინოთ:

უნივერსალური ტარება პირბადეების, რასაც ხშირად ვამბობთ და გეუბნებით, უნივერსალური ტარება, ხმარება პირბადეების დახურულ შენობაში მანდატორულად, ღია შენობაშიც სასურველია, როცა ინფექცია ფართოდ ვრცელდება და განსაკუთრებით, როცა დისტანციას ვერ ვიცავთ.

2. მაქსიმალურად ფიზიკური დისტანციის დაცვა ერთმანეთთან ყოფნის დროს, უკეთესია 2 მეტრი

3. თავის არიდება დიდი თავშეყრების, ყველანაირი პანდემიის პირობებში რიტუალური ღონისძიებების და შესაბამისად დიდი თავყრილობების.

4. ყველაფრის რაც დაშვებულია პატარა და მცირე თავშეყრის გარეთ გაკეთება

5.ხშირად ხელების დაბანა.

ვიცი გულში ამბობთ, რას გვეუბნება, რა ზღაპრებს გვიყვება ეს ყველაფერი ხომ ვიცით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველა ამ ხუთ და ეს არა არის ახალი ველოსიპედი, რასაც ჩვენი დიდ საპატივცემულო ადამიანი გვეუბნება და ხშირად ვიმეორებთ ჩვენ და ეს არის უზარმაზარი საერთაშორისო გამოცდილება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42