ირანელმა გენერალმა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილემ, გენერალმა იადულა ჯავანმა სომხეთი საოკუპაციო ძალად მოიხსენია და მოუწოდა ოფიციალურ ერევანს, რომ გაათავისუფლონ აზერბაიჯანის ისტორიული მიწები.
„სომხეთმა აზერბაიჯანული მიწების ოკუპირება მოახდინა, ყარაბაღი ოკუპაციისგან უნდა გათავისუფლდეს“- აღნიშნა ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.
ჯავანმა აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისა და სიტუაციის დარეგულირების ფუნდამენტური პრინციპია. აღნიშულ რეზოლუციებში მითითებულია, რომ ზემოხსენებული ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და ის ოკუპირებულია სომხეთის მიერ.
ირანელი გენერლის თქმით, მთიან ყარაბაღში კონფლიქტი უკვე 30 წელია რაც მიმდინარეობს- „ ისტორიული დოკუმენტები ცხადჰყოფს, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია. იმისათვის რათა რეგიონში კონფლიქტი აღმოიფხვრას, ეს ტერიტორიები ოკუპაციისგან უნდა იქნეს გათავისუფლებული“.
მასალის გამოყენების პირობები






