ერთი მტერი გვყავს ყველას... პირბადის ტარებით გაზრდილი მაჩვენებლის დაწევა შეგვიძლია, სადაც საჭირო არ არის, სტუმრად ნუ წახვალთ - ბიძინა კულუმბეგოვი
COVID-19 - 16:29, 15 Oct, 2020     1557
ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, სახელმწიფოს და მოქალაქეებს ჰყავს ერთი მტერი და მთლიანი ძალები მიმართული უნდა იყოს კორონავირუსთან ბრძოლისკენ. მისი თქმით, კარანტინის დაწესებას ქვეყანა ეკონომიკის თვალსაზრისით ვეღარ გაუძლებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაიცვას უმთავრესი წესები, რათა ვირუსის გავრცელების შეფერხება მოხდეს:

„ამ სიტუაციიდან ორი შესაძლო გამოსავალი არსებობს - კიდევ ჩაკეტო ქვეყანა და სრული კარანტინი გამოაცხადო ან მართვადი პანდემიის უფრო ეფექტური და აქტიური რეჟიმი დააწესო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას არ შეუძლია სრული კარანტინის გადატანა, იმიტომ, რომ ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება. ამიტომ, უნდა ავირჩიოთ მეორე მეთოდი - ყურადღების გამახვილება პერსონალური დაცვის საშუალებებზე. პირბადე ამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს. მინდა, გავიხსენო ჯანმოს დირექტორის გამოსვლა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მთავარია, აქცენტები არა ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ ვირუსის წინააღმდეგ მივმართოთ. ერთი მტერი გვყავს ყველას, არ აქვს მნიშვნელობა, მოქალაქეს თუ სახელმწიფოს, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ, ამიტომ მთავარი აქცენტი ამ ვირუსთან ბრძოლაზე უნდა გავაკეთოთ. ყველას ვთხოვ, ყველგან ვატაროთ პირბადე. მით უმეტეს, რომ ზამთარი მოდის და ის სხვა ინფექციებისგანაც კი დაგვიცავს. ამ პირბადის ტარებას ბევრი სარგებელიც აქვს. გვინდა, რომ ქვეყანა ფუნქციონირებდეს და თან არც პანდემია გვქონდეს ეს ორი რამე ერთმანეთთან ძალიან შეუთავსებელია. ქვეყანა ბოლომდე ვერ დაიკეტება - ეს შეუძლებელია. საქართველოში ბუნებრივთან ახლოსაა ვირუსის გავრცელების ე.წ. რეპროდუქციული ინდექსი. ანუ ერთ ადამიანს შეუძლია 3-4 ადამიანის დაინფიცირება. ამ მაჩვენებლის 50-70%-ით დაწევა შეგვიძლია პირბადის ტარებით, მაქსიმალურად დისტანციური მუშაობით. სადაც საჭირო არაა, სტუმრად ნუ წავალთ - ყველაფერი გავაკეთოთ, რათა შევუშალოთ ხელი ვირუსის გავრცელებას. სახელმწიფოს როლს კი იმაში ვხედავ, რომ ამაზე ზედამხედველობა მაქსიმალურად გამკაცრდეს - თუ საჭიროა, ჯარიმებიც უნდა დაწესდეს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ტვ პირველის ეთერში საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42