240 000 ადამიანს დიაბეტი აქვს, დავკეტოთ ქვეყანა? - გამყრელიძე
COVID-19 - 15:51, 15 Oct, 2020     4221
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ძალიან მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არ არის.


მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემა დღეს უფრო მომზადებულია, ვიდრე გაზაფხულზე.

"დღეს ძალიან მკაცრ ლოკდაუნებზე აღარ არის საუბარი, მით უმეტეს იმ ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. ეკონომიკას ვერ გააჩერებ, ადამიანებს მეტ სიღარიბეში ვეღარ უბიძგებ, ამიტომ საჭიროა ამ დანის პირზე სიარული, სწორი ბალანსი. ჯანდაცვის სისტემა დღეს ბევრად მზად არის, ვიდრე გაზაფხულზე, ჯანდაცვის სისტემა ბევრად მეტ დაწოლას უძლებს დღეს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო გაზაფხულზე", - თქვა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მაგალითად ქვეყანაში 240 000 ადამიანია დიაბეტით, თუმცა ქვეყანა არ იკეტება.

"უნდა გაიხსნას ეკონომიკაც და ამავე დროს მზადყოფნაც. გრიპის დროს ჩვენ ხომ არ ვკეტავთ ქვეყანას? ან დღეს 14 000 ინფიცირებულია, დიაბეტით ქვეყანაში გვყავს ოფიციალურად რეგისტრირებული 120 000 ადამიანი, დაახლოებით ერთი მაგდენია, ვინც არ არის რეგისტრირებული და 240 000 დიაბეტით ავადმყოფისთვის ქვეყანას ხომ არ ვკეტავთ? ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება", - აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს, 15 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გაზაფხულზე, კორონავირუსის პირველი შემთხვევების გამოვლენისთანავე, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა და რამდენიმე თვე გასტანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42