მალე 1000-ან ნიშნულს გადააჭარბებს, მოგიწოდებთ, ატაროთ პირბადე - გახარია
COVID-19 - 14:12, 15 Oct, 2020     1444
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ.

მისივე თქმით, სულ მცირე მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პირბადე ჩვენი ცხოვრე3ბის მეგზური იქნება და ყველაზე ეფექტური ვირუსისგან თავის დასაცავად სწორედ პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანაა:

„მალე ყოველდღიური მაჩენებელი 1000-ან ნიშნულს გადააჭარბებს. სამწუხაროდ, 8 თვის შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, ვერავინ უფრო ეფექტური წამალი, წინააღმდეგობა, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ვიდრე პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანაა, ვერ მოიგონა. ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალებები, რითაც შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი ახლობლები. მოგეხსენებთ პირბადის ტარება ქვეყანაში არის სავალდებულო დახურულ შენობებში და უკიდურესი რეკომენდაციაა ეპიდემიოლოგების , რომ პირბადე ვატაროთ ღია სივრცეებშიც, ეს არ არის რთული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირბადე მინიმუმ კიდევ ერთი წელი იქნებ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ყველა ორგანიზაციას, მათ შორის კერძო ორგანიზაციებს, დაიცვან ეს წესები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სავაჭრო დაწესებულებებს. დღეს მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი გვაქვს და სტატისტიკურად საქართველო ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით უკეთესად გამოიყურება, ეს კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეა და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ციფრები. ამიტომ ჩვენ ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი მოხუცების და ხანდაზმულების ჯანმრთელობას. ეს არის ყველაზე რისკისშემცველი სოციალური ჯგუფი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა ცოტა სხვანაირია და ჩვენ ხშირად 3 და 4 თაობა ვცხოვრობთ ერთად, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში“,- განაცხადა გახარიამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42