ჩვენი მთავარი მიზანია, ამ კრიზისიდან ისე გამოვიდეთ, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს პირველ რიგში საზოგადოებას და შემდეგ ეკომომიკას - გახარია
COVID-19 - 13:57, 15 Oct, 2020     1239
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოში ეპიდემიის სწრაფად შეჩერების გზა ჯერ არ არსებობს, გარდა მკაცრი შეზღუდვებისა და ლოკდაუნების, თუმცა ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული, კარგად გაცხადებული გეგმა ვირუსის მართვისა და ადაპტაციის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პირველ რიგში აუცილებელია მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილება:

„როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში ჩვენ ათასიან ნიშნულს გადავაბიჯებთ და ჩვენი გეგმის მთავარი კომპონენტია, მინიმალური ზიანი მიადგეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკას. მისი განვითარება და აღდგენა ერთ-ერთი მთავარი გეგმაა, რომელიც დღის წესრიგში დგას. მიუხედავად გლობალური გამოწვევისა, ეკონომიკური კონკურენცია პოსტკრიზისულ ვითარებაში იქნება აბსოლუტურად სხვა და ჩვენი მთავარი მიზანია, ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ისე, რომ ზიანი იყოს მინიმალური. ამიტომ, ჩვენი ძირითადი სტრატეგია ამ მიმართულებით გახლავთ წერტილოვანი შეზღუდვები.

მოგეხსენებათ, ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ვითვალისწინებთ რა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ მძლავრი ეკონომიკური კრიზისი. მეორე ტალღის დაწყებამდე გარკვეული შედეგები გვაქვს - მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა შემცირდა 16-დან დაახლოებით 5,5%-მდე. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მცირედი გაუმჯობესება გვაქვს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უცხოურ ინვესტიციებში და ასევე სერიოზული გაუმჯობესება გავქს ექსპორტში (სექტემბრის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით 8%-ისთ არის გაზრდილი). ეს ყოველივე არის იმის საფუძველი, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს პოზიტიური რეიტინგები იმისთვის, რომ პოსტ-კრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერიოდში ჰქონდეს ის კონკურენტული უპირატესობა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, სწრაფად აღვადგინოთ სამუშაო ადგილები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, საქართველოს 2021 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი ექნება 5%, ხოლო 2021-2025 წლებში 5,5%. ეს მხოლოდ საპროგნოზო ციფრებია და ჩვენ თუ სწორად ვმართავთ ვირუსს და ჩვენს ეკონომიკურ პროცესებს, შესაძლებლობა გვექნება ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“ - განაცხადა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42