ვხედავ ცუნამს, რომელიც მოდის და გასაქცევი არსად არ გვაქვს - გიორგი ჩალაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე
COVID-19 - 12:07, 15 Oct, 2020     36974


გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ჩალაძემ “ფორმულას” ეთერში ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, არაფერს პროგნოზირებს, ვხედავ ცუნამს, რომელიც მოდის და გასაქცევი არსად არის“.

ჩალაძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების არდაწესების გადაწყვეტილება “პოლიტიკური კეკლუცობაა”.

“არ მინდა ჩემი განცხადება იყოს პოლიტიკური, თუმცა, გადაწყვეტილება, რომ არ წესდება შეზღუდვები არის დანაშაული ადამიანების წინააღმდეგ. ეს არის ჯანმრთელობაზე თამაში და პოლიტიკური კეკლუცობა. მაშინ, როცა ქვეყანაში დიდი საფრთხე არ იყო, ისეთი როგორიც არის დღეს, ქვეყანა მოსპეს, ჩაგვკეტეს და გვეშინოდა, რომ დავიღუპებოდით. ჩვენ დღეს დავიღუპეთ, დღევანდელი ეკონომიკა, ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს იმას, რაც დღეს ჩვენთან ხდება”

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ვაზვიადებთ სიტუაციას და რაში გამოიხატება, ის რომ “ცუნამი გვიახლოვდება”, გიორგი ჩალაძე პასუხობს:

“ვიცით, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გვექნება. გადარჩენის მეორე გზა არის პოპულაციური იმუნიტეტი, რომლიც გამომუშავება, თეორიული ზღვარი, რაც შეიძლება განვიხილოთ არის 20-30%, იდეალურ შემთხვევაში 80%. ამ შემთხვევის დროს ქვეყანა ვერ გადარჩება, არ არსებობს ამის განხილვა საერთოდ.

20-30%-ის შემთხვევაში დგება ის მომენტი, რომ აღარ გვაქვს რესურსი რაიმე ვქნათ. სწორი გადაწყვეტილებები, რაც დღეს უნდა მივიღოთ არის ადგილობრივი – შეზღუდვების დაწესება, რაც შეიძლება მალე, მიზანმიმართული და ყველაზე მთავარი, ჩვენი ბრძოლის იარაღია მარტივი და იაფფასიანი პირბადე, ხელების დაბანვა და სწორი კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან.

ფორმულა არის მარტივი: ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებს, არ ვართ შოტლანდია, ირლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ამიტომ გვერჩება ყველაზე ეფექტური, იაფი საშუალება პირბადე, ხელების ჰიგიენა და თვითშეგნება. ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ყოველი არასაჭირო მოძრაობა ქალაქში იწვევს ადამიანების დაავადებას. ერთი ადამიანი ასნეულებს მინიმუმ 10 ადამიანს, ეს აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, ამას ვერ გაუძლებს ვერც სამედიცინო სისტემა, განსაკუთრებით ვერ გაუძლებს ჩვენი სატესტო სისტემა” – აცხადებს გიორგი ჩალაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42