აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ 2021 წლის აპრილისთვის ექნებათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. მისი თქმით, ნოემბერში ან დეკემბერში მკვლევარებს ან მეცნიერებს უკვე ეცოდინებათ უსაფრთხო ვაქცინის სავარაუდო კანდიდატის შესახებ, რომლის შემდეგაც თავდაპირველად რამდენიმე მილიონი დოზა იქნება დაშვებული.
ფაუჩის განცხადებით, 100 მილიონი დოზის გაცემა მოსახლეობისთვის იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ვაქცინის ყველა კანდიდატი იქნება ეფექტური და უსაფრთხო. მისი აზრით, ფართო მასშტაბით ვაქცინაციის უნდა დაიწყოს 2021 წლის პირველი კვარტალის ბოლოს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ში 10-ზე მეტ სავარაუდო ვაქცინის კანდიდატზე მუშაობენ ფარმაცეფტული კომპანიები.
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 8 150 043 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 221 843 ფატალური აღმოჩნდა. სულ გამოჯანმრთლებულია 5 278 753 ადამიანი. ამ დროისთვის 2 600 0000-ზე მეტი აქტიური პაციენტია, რომლებიც გადიან აქტიურ მკურნალობას აშშ-ს საავადმყოფოებსა და სამედიცინო პუნქტებში.
მასალის გამოყენების პირობები






