„ბოლო 24 საათში გახლავთ 919 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გახლავთ 53%, ეს შეესაბამება 7 367 პაციენტს, ბოლო 24 საათში დაგვემატა 208 გამოჯანმრთელებული. აქტიური შემთხთხვევა გახლავთ 7 073, რომლებიც მკურნალობას სტაციონარების გარდა კოვიდსასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებში გადიან.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით განაწილებას, თბილისში საკმაოდ მოიმატა - 366 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აჭარაშიც ცოტა მოიმატა და 286 შემთვევა გამოვლინდა, იმერეთში ოდნავ შემცირდა - 104, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 57, ქვემო ქართლში - 44, შიდა ქართლში - 21, კახეთსა და გურიაში 13-13, მცხეთა-თიანეთში - 11, სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, ერთ-ერთი მათგანი 87 წლის ქალბატონია, მეორე კი 65 წლის მამაკაცი აჭარაში. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციას არ ვფლობ“ - განაცხადა ენდელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






